რამდენიმე კვირის წინ აგორებული სკანდალი, რომელიც ჟერარ პიკესა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ეხება, სამართლებრივ ჭრილში გადავიდა.
ამავე თემაზე იხილეთ:
- როგორ იგეგმებოდა ესპანეთის სუპერ თასი: 8 მილიონი ბარსას და რეალს, 4 მილიონი პიკეს
- ჟერარ პიკე გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება – ყველაფერი კანონიერად გაკეთდა
- პიკე ფედერაციის პრეზიდენტს: აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს
საუბარი ეხება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ქვეყნის სუპერ თასთან დაკავშირებით საუდის არაბეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში ჟერარ პიკეს კომპანიის ჩართვას. ესპანეთის პირველი ინსტანციის სასამართლომ წინასწარი გამოძიების დასაწყებად განკარგულება გასცა. გამოძიების მიზანია, დაადგინოს, ხომ არ გვაქვს საქმე უსამართლო მენეჯმენტთან ან კორუფციასთან. გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციას El Confidencial ავრცელებს.
Mundo Deportivo-ს ცნობით ჟერარ პიკე ან ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი დაკითხვაზე დაბადებულები ჯერჯერობით არ არიან.
ანუ ფეხბურთელი ასეთ საქმეებში რატო უნდა იყოს გახლართული ვერ ვხვდები, ჯერ კარიერა არ დაუმთავრებია და ფეხბურთზე უნდა იყოს ფოკუსირებული, ჯობია საერთოდ დატოვოს ამან რა კლუბი ან კარიერა დაასრულოს,ნუკვე საკმარისად გაეხვა სკანდალებში , ბოლოს როგორც წავიკითხე გამოჯანმრთელება ბოლომდე ვეღამ მოხერხდება და ალბათ სულ ასე ტრამვებში უნდა იყოს, 15 წუთი ვეღარ ჩერდება მოედანზე
იმედია სასამართლომდე დაიბადებიან.
დაამთავროს ვაფშე ფეხბურთის თამაში ჩვენც დავისვენებთ და ესეც
პიკესთვისაც და გუნდისთვისაც სჯობს დაასრულოს კარიერა ნუ ბარსაში მაიმც.