ესპანური მედია ჟერარ პიკესა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის, ლუის რუბიალესის ჩანაწერების გამოქვეყნებას განაგრძობს.
მორიგი ჩანაწერი “ბარსელონასა” და მისი დღევანდელი მეტოქის, “სოსიედადის” 2019 წლის დაპირისპირებას ეხება. თამაში 2-2 დასრულდა, შეხვედრის შემდეგ კი პიკემ რუბიალესთან ცუდი მსაჯობის გამო დაიჩივლა.
– უთხრა პიკემ რუბიალესს, პასუხად კი მიიღო:
ამ შემთხვევაში პიკე აშკარად მართალია. შეხვედრის სტარტზე ბუსკეტსმა მეტოქეს მაისურზე მოქაჩა, მეტოქე არც კი წაქცეულა, მაგრამ პენალტი დაინიშნა. თამაშის მიწურულს კი პიკეს მეტოქის საჯარიმოში უფრო ძლიერად მოქაჩეს მაისურზე, რის გამოც ის წაიქცა, თუმცა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნულა. თამაშის ვიდეო.
ეს ყველაფერი “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩის წინ ხდებოდა.
ის სეზონი მსაჯობის მხრივ სკანდალური გამოდგა. არბიტრებმა, VAR-ის დახმარებით, არაერთი დაუჯერებელი გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც იმ შედეგებამდე მიგვიყვანა, რომ რუბიალესს საჩივრით როგორც “ბარსელონას”, ასევე “რეალის” პრეზიდენტმა მიმართა.




სამაგიეროდ რეალს მისცეს გუშინ პენალტი და "ოქროს ბურთის კანდიდატმა" გამაზა, მერე კიდევ მისცეს და ისიც გამაზა.
კითხვა ასე ჟღერს ეკუთვნის ბენზემას ოქროს ბურთი თუ ბოლო 2-3 თამაშში უკვე 4 პენალტი გამაზა.
რა გაუხურეს ამ პიკეს ტო
მართლაც პენალტი იყო