“ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ფრენკი დე იონგის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას უახლოვდებიან.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 65 მილიონი ევრო იქნება, რომელსაც “ბარსა” ფიქსირებულად მიიღებს, საბოლოოდ კი, ბონუსების გათვალისწინებით, კატალონიური გრანდი ნიდერლანდელი ფეხბურთელის გავყიდვით 85 მილიონს გამოიმუშავებს.
ამასთან, საიმონ სტოუნის ცნობით, ტრანსფერი დახურული ჯერ არაა, მაგრამ მხარეებს მოსაგვარებელი რამდენიმე დეტალი დარჩათ და როცა ყველაფერი მოგვარდება, “ბარსელონას” სწორედ ის თანხას გადაერიცხება, რაც ზემოთ აღინიშნა.
Sport1-ის თანახმად კი, “ბლაუგრანასა” და “იუნაიტედს” შორის გარიგება მიღწეულია. ახლა, ინგლისელებმა შეთანხმება თავად ფეხბურთელთან უნდა მოახერხონ. მოლაპარაკებები გრძელდება: მხარეები ტრანსფერის საბოლოოდ გაჩარხვას ამ კვირაში შეეცდებიან.




დარწმუნებული ვარ ეს ჩავის თანხმობის გარეშე არ იყიდება და ჩავი თუ კი ს ამბობს მჯერა რო იცის რასაც აკეთებს.
პირდაპირ 85 მლნ
Barca for life,
სწორად მსჯელობ მეგობარო გეთანხმები სრულიად, არ აცადეს ამ ბიჭს თავის პოზიციაზე თამაში.. ძალიან ცუდი ტენდენციაა ბარსაში ფეხბურთელების არასწორად გამოყენების, მეგონა ჩავი მიხედავდა მაგ ამბავს მარა სამწუხაროდ ეს ეხლაც გრძელდება.. ბუსკეცს დიდ პატივს ვცემ მაგრამ მისი დრო მიდის და მე რო მკითხო დღეს დეიონგზე უკეთესი მაგ პოზიციაზე არავინაა თუ სწორად გამოიყენებ. ვერაფრით ვერ ვამართლებ ამ ტრანსფერს, ვერც ვალით და ვერც ბერნარდოებით და ლევანდოვსკებით
კლოუნადა გრძელდება