workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელეს აგენტი ბარსელონაშია

უსმან დემბელეს აგენტი ბარსელონაშია

უსმან დემბელეს “ბარსელონური” მომავალი ძალიან მალე გადაწყდება. ფრანგ ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 4 დღის განმავლობაში აკავშირებს, შემდეგ კი ის თავისუფალი აგენტი გახდება.

“ბარსელონას” მიერ დემბელესთვის დეკემბერში შეთავაზებული პირობები ჯერ კიდევ ძალაშია, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბლაუგრანა” აპირებს, ეს შეთავაზება 30 ივნისამდე უკან გაიხმოს. ამის საპირისპიროდ ცნობილია, რომ ჩავის დემბელეს შენარჩუნება ძალიან უნდა. გარდა იმისა, რომ კატალონიელ სპეციალისტს უსმანის საფეხბურთო შესაძლებლობები ხიბლავს, მას მიაჩნია, რომ დემბელეს შემცვლელზე დაზოგილ თანხას გუნდი დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ჟერარ რომერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უსმან დემბელეს აგენტი მუსა სისოკო და მისი აგენტი ამჟამად ბარსელონაში იმყოფებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 28 ივნ 2022, 19:43
    #8

    ბოლო წინადადება მომეწონა. დემბელეს აგენტი სისოკო და მისი აგენტი.

  • nikusha
    schedule 27 ივნ 2022, 20:16
    #7

    მალე დასრულდება ანუ ამის საპნის ოპერა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 27 ივნ 2022, 19:49
    #6

    რაც არ უნდა ნაგლი იყოს ფაქტია ყველაზე შედეგიანია ამჟამად კლუბში, ლევანას ძაან კარგად მოამარაგებს პასებით, კი ვიძახით 10 დან 3 გამოსდისო მაგრამ ეგ სამიც ბევრჯერ ხდება და სტატისტიკაზეც აისახება, რაფინიაში 70 მილიონის გასროლას ჯობია ეს დარჩეს აშკარად პროგრესი აქვს.

  • shu1987
    schedule 27 ივნ 2022, 18:06
    #5

    ეს თუ დატოვეს მაგარი უთავმოყვარეოები ყოფილან მაშინ.

  • El pistolero 9
    schedule 27 ივნ 2022, 16:02
    #4

    მსურველიც არავინ რომ არ ყავს ეგ რაღაც მხრივ ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.

  • nika 54
    schedule 27 ივნ 2022, 15:40
    #3

    რა უნდა, რაზე ჩამოდის? დეკემბრიდან უდევს შეთავაზება. უნდა მოაწეროს არა და გაასხას აქედან. ამ ერთ ნაგავს უნდა გადააყოლონ ბარსელონა.

  • Andria
    schedule 27 ივნ 2022, 15:29
    #2

    ამის დარჩენა ყველანაირად გვაწყობს რაფინიასაც ჯობს ფულიც იზოგება პლიუს ჩავის უნდა ძალიან რომ დარჩეს კიდევ უფასოდ არ დავკარგავთ და ძალიან დიდი პოტენციალი აქ ტიპს და ეგ რო ჩავისთან ერთად გამოამჟღავნოს ერთერთი საუკეთესო ვინგერი იქნება

  • Novak Djokovic
    schedule 27 ივნ 2022, 14:54
    #1

    ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არამგონია რომ დარჩეს.. გვაწყობს ამის დარჩენა ფულის დასაზოგად, თან ლევანაც თუ მოვიდა ფლანგიდან ვინმემ პასი ხო უნდა მისცეს