workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ბარსელონას ფუტსალის გუნდი ესპანეთის ჩემპიონია!

ბარსელონას ფუტსალის გუნდი ესპანეთის ჩემპიონია!

ისტორიაში მეექვსედ, ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ და ზედიზედ მეორედ – “ბარსელონას” ფუტსალის გუნდი ესპანეთის ჩემპიონია!

კატალონიელებმა ფინალში “პალმა ფუტსალი” დაამარცხეს. “ბარსამ” ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით მოიგო – შინ 4-2 და დღეს სტუმრად 4-2.

დღევანდელი თამაში, 4 დღის წინ გამართულის მსგავსად, “ბლაუგრანას” კარნახით წარიმართა. სტუმრები 2-ჯერ აგებდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში ორივეჯერ კაპიტანი ლოსანოს ზუსტი დარტყმით გაათანაბრეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

“პალმა ფუტსალის” რიგებში საქართველოს ნაკრების ბრაზილიელი შემტევი ჩაგინია თამაშობდა. სწორედ მის კარგ თამაშსა და პასს მოჰყვა შეხვედრის პირველი გოლი.

2021/22 წლების სეზონი “ბარსელონას” ფუტსალის გუნდისთვის ისტორიული გამოდგა. ხესუს ველასკოს გუნდმა 4 ტიტული მოიგო – ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა.

ამ თამაშით “ბარსელონასთვის” 2021/22 წლების სეზონი დასრულდა. ხვალ კი სეზონის შეჯამებას შემოგთავაზებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 26 ივნ 2022, 16:41
    #3

    იმედია ნამდვილი ფეხბურთის ზეიმიც დაგვიდგება მოკლე ხანში და მილანს არ დავემსგავსებით.

  • nikusha
    schedule 26 ივნ 2022, 12:28
    #2

    ვულოცავ თითოეულ მონაწილეს!

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 26 ივნ 2022, 05:54
    #1

    ფუტზალისტები და შახმატისტები გვყავს იმის დედა ვატირე