ჟიულ კუნდე ნელ-ნელა “ბარსელონას” უახლოვდება – კატალონიურმა კლუბმა პოტენციური ტრანსფერის თაობაზე “სევილიასთან” მოლაპარაკებები დაიწყო.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსას”, გარიგებაში ფეხბურთელების ჩართვა ან ფრანგი მცველის იჯარით აყვანა და შემდეგ მისი გამოსყიდვა სურდა, მაგრამ ანდალუსიელებმა ორივე წინადადება დაბლოკეს, რადგან მათ ახალი მოთამაშის შესაძენად ფული სჭირდებათ. როგორც კი “ბლაუგრანა” ფინანსურ ბერკეტებს გაააქტიურებს, ისინი ახალ ოფიციალურ შეთავაზებას მოამზადებენ.
კუნდეს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში გადმოსვლა უნდა და ჟოან ლაპორტას გუნდიც მუშაობას განაგრძობს, მაგრამ ისინი “სევილიას” მიერ მოთხოვნილი 65 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ. შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება, მაგრამ კატალონიური გრანდი დანებებას არ გეგმავს.
ჟიულს ჩავი ერნანდესთან საუბარი უკვე ჰქონდა და “ბარსას” შეატყობინა, რომ მათთვის მოიცდის. კლუბი თითქმის დარწმუნებულია, რომ ფრანგის შეძენას შეძლებს, თანაც, ეს უკანასკნელი მზადაა, კატალონიაში სათამაშოდ ბევრად სარფიანი შემოთავაზებები უარყოს. ამასთან, “ბლაუგრანას” საქმეს ისიც უმარტივებს, რომ კუნდეთი დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი – “ჩელსი” “იუვენტუსიდან” მატიას დე ლიხტის გადაბირებაზე გადაერთო.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, კუნდეს ალტერნატივა კალიდუ კულიბალია, რომლის ტრანსფერიც “ბარსელონას” ბევრად ნაკლები დაუჯდება.
როგორც კი ბარსას ინტერესზე იწერება ეგრევე იზრდება ფეხბურთელების გამოსასყიდი, მართლა მეწველი ძროხა ხო არ ვგონივართ ამ ხალხს.
ჩელსი იმიტო გადაერთო რომ კუნდემ ბარსაში მინდაო 99,9% მოიყვანენ ამას და დაცვაში დალაგდება პრობლემები.
კუნდე არ ვიცი და სიტი ყიდულობს მარკ კუკურელას, 60 ლიმონს იხდის თან;
რატომ გააჩუქეს ის ბიჭი? ა, ალბას ფლანგზე კონკურენტი არ შეიძლებოდა თურმე
არაუხოს მეწყვილედ სწორედ ამის ტიპის მცველი წარმომიდგენია. არაუხო-კუნდე, კრისტენსენი-გარსია. ალტერნატივაც მშვენიერია კულიბალის სახით. უბრალოდ კუნდე მომავლია პერსპექტივაა თან უფრო მრავალმხრივია
ლორან ბლანი
დიუგარი
დუტრუელი
პეტი
კრისტანვალი
ჟიული
ტურამი
აბიდალი
ანრი
მატიე
უმტიტი
დინი
დემბელე
ტოდიბო
ლენგლე
გრიზმანი
ამდენიდან მხოლოდ სამმა ფრანგმა გაამართლა. არაა ბარსა ფრანგების კლუბი და ცოტა მაშინებს
ხურდება ხურდება თემაა
2 წელია მაგას გავყვირი ზუსტად, ან საყრდენს რა დონეზე აზღვევს, ან რა გრძელ პასებს ჭიმავს, ბურთის ამოტანა ხო საეთოდ ცალკე თემაა. აკვდება ბარსას ყველანაირად და აქ ხალხს არ ჯერა, ფრანგია და სევილილადან ტრანსფერი არ ამართლებსო
გაასწორებს ამის ტრანსფერი თან თუ პირველი იქნება ხომ მით უმეტეს
ეს, აზპილიკუეტა, ლევანა და ვინმე ნორმალური ნახევარმცველი მოვიდოდეს და ეგაა
ეს თუ ვითრიეთ მაშინ ძაან მაგარი იქნება, მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში და ცენტრალურადაც, აქეეთ კრისტენსენიც გვყავს და დაცვის პრობლემა მოგვიგვარდება, მითუმეტეს თუ ჩავიმ 3-4-3 გადაწყვიტა
—————–შტეგენი
——არაუხო-კრისტენსენი-კუნდე
—გავი—-დე იონგი–კესი—პედრი
——-??????–ობამეიანგი–ფატი
სკამზე:პენია
ალბა, დესტი, გარსია, პიკე, მარმოლი
ნიკო, ბუსკეცი, პლიუს ვინმე აკადემიიდან ან გამოცდილი ნახევარ მცველი როტაციისთვის
დეპაი, კოლადო, ტორესი
ჩემი აზრით ლევანდოვკის მოყვანაზე პრიორიტეტული ახლა არის რომ მოვიყვანოთ ერთი ნახევარ მცვლელი, ისეთი რომელიც როტაციაზე უარს არ იტყვის თორემ ეს გავი და პედრი გადაიწვებიან, ტიაგო თუ დავითრიეთ მაგალითად იდეალური იქნება მაგრამ მეეჭვება, ლევანაში 50 მილიონოს გადახდა უაზრობაა მაშინ როცა ობამეიანგი გვყავს გუნდში რომელიც ასევე კარგი ფინიშერია, აი მარჯვენა ვინგერი არის პრიორიტეტული, დემბელე და რაფინია კიარა, ვინმე მაგარი ვინგერი გვჭირდება
ესე იქცევა ბარსას პოლიტიკა, მთელი ზაფხული ჭორებს ავრცელებენ ხალხს ღლიან ინტერესით, ხოლო ტრანსფერის ბოლო წუთებზე ოღონდ შეიძინონ ვინმე და თუნდაც კონდუ იყოს და გინდაც ლენგლე ნერვები აღარავის ააქვს რომ რამე თქვას. ბინძური სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ და არაერთხელ დაამტკიცეს, გომესის ვალენსიადან გადმოტრანსფერება სწორედ ესე მოხდა და სხვა დანარჩენი ვირის ხორცივით გამოუყენებლებისიც
კუნდე არაუხო კრისტენსენი ეს ტრიო გვეყოლება დაცვის ცენტრში👍