workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თუ დემბელე გუნდში დარჩება, ბარსელონა რაფინიას ან დი მარიას აღარ შეიძენს

თუ დემბელე გუნდში დარჩება, ბარსელონა რაფინიას ან დი მარიას აღარ შეიძენს

ამ მომენტისთვის “ბარსელონა” მარჯვენა გარემარბის შეძენაზე მუშაობს და ორ ვარიანტს – რაფინიასა და ანხელ დი მარიას – განიხილავს.

მიუხედავად ამისა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ უსმან დემბელე კონტრაქტს გაახანგრძლივებს, კატალონიელები ბრაზილიელი ან არგენტინელი შემტევის ტრანსფერზე აღარ იფიქრებენ და სხვა პოზიციებზე კონცენტრირდებიან.

მოგეხსენებათ, შეტევის მარჯვენა ფლანგის გაძლიერების გარდა, “ბარსა” ცენტრალური თავდამსხმელის, ცენტრალური მცველის, მარჯვენა მცველისა და მარცხენა მცველის მოყვანას გეგმავს, შესაბამისად, კლუბის რადარზე რობერტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე, სესარ ასპილიკუეტა და მარკოს ალონსო არიან.

თუმცა, რთული სათქმელია, დემბელე გუნდში რამდენად დარჩება, რადგან მისი გარემოცვა “ბლაუგრანას” ამჟამინდელი წინადადების მიღებას არ აპირებს. ჩავი ერნანდესს ფრანგის დარჩენა სურს, ისევე, როგორც თავად ფეხბურთელს, მაგრამ შეთავაზების გაუმჯობესებას არც კლუბი გეგმავს და არსებულ წინადადებას არც უსმანის აგენტი მიიღებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგი ცნობით, 25 წლის მოთამაშე კარიერის კატალონიურ გრანდში გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 25 ივნ 2022, 16:53
    #10

    ამას თუ კონტრაქტს გაუგრძელებენ მხოლოდ იმიტომ რო მეორე დღესვე ტრანსფერზე დააყენონ და ცოტა მაინც ამოიღონ ამაზე დახარჯული ფული. თუმცა უფასოდ არავის უნდა და ჩვენ ვინ რას მოგვცემს.

  • Barca_MNS
    schedule 25 ივნ 2022, 12:00
    #9

    ერატადერთი ამის უფასოდ გაშვება მენნაება მინიმუმ ხელფასებშირაც ვუხადეთ ეგ ხოუნდა ამოვიღოთ თორე დიდად არ მადარდებს სად იქნება, თუმცა რაფინიას მოყვანას ისევ ეს მირჩევნია. არაა რაფინია ბარსას დონის ფორვარდი. ნოლო ბოლო ლევანდოვაკის თუ ვკერავთ ობა დადგება ფლანგზე.

    ეჰ ფატის იმედი არ მაქ და ღმერთმა ქნას ვცდებოდე

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 25 ივნ 2022, 01:51
    #8

    ეს რატო ვერ ხვდება რო არ ეკუთვნის და აზრი არ აქვს კლუბისთვის ან ჩავისთვის თხოვნას, თორე ხელფასი სახვეწარი რომელ ფეხბურთელს აქვს თანამედროვე ფეხბურთში. ან ხვეწნის გამო ვის უმატებენ რამეს? გაქვს შემოთავაზებები? – რომელიც გაწყობს იმას დათანხმდი და ჩაი*ვი

    დანი ალვეშის მდგომარეობა არ გაითვალისწინა ბოლობოლო კლუბმა და ეს ვინაა საერთოდ რას წარმოადგენს?

  • Fc Barca Batumi
    schedule 24 ივნ 2022, 20:50
    #7

    კვარა გავუშვით ნაპოლს და ისე, დემბოს ბათუმის დინამო არ უნდა?

  • nikusha
    schedule 24 ივნ 2022, 19:27
    #6

    როტაციისთის დიმარია მაინც საჭიროა თუ არადა ფერანი მარჯვნივ დადგება

  • shu1987
    schedule 24 ივნ 2022, 18:57
    #5

    არა ეს აუცილებლად წამსვლელია და უნდა წავიდეს კიდეც, ჩავიმაც ხო უთხრა მეტი შეთავაზება მითუმეტეს გაუმჯობესებული შანსი არ გაქვსო.

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 ივნ 2022, 16:50
    #4

    ეს თუ რჩება ხელფასი მინიმუმ უნდა გაინახევროს, რობერტომ დაიკლო 60% ით და ამასაც უნდა დავაკლებიოთ ხელფასი, დებილი იმბეცილია მაგრამ 1 წლიან დი მარიას და 75 მილიონიან რაფინიას მაინც აჯობებს ალბათ

  • La Pulga10
    schedule 24 ივნ 2022, 16:46
    #3

    რაფინია რაღა ჯანდაბად უნდათ ეს თუ დარჩა?დი მარია მოიყვანონ

  • M10 S9 D11
    schedule 24 ივნ 2022, 16:29
    #2

    აი რაში უშლის ხელს ამის დარჩენა დი მარიას მოყვანას? დაუკლონ ხელფასი და ეგაა

  • MSN G.O.A.T
    schedule 24 ივნ 2022, 16:14
    #1

    დიმკა მოიყვანეთ ბიჭო