“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2023/24 წლების სეზონში გუნდი ქალაქ ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე ითამაშებს.
“ბარსელონა” 2023/24 წლების სეზონში ლუის კომპანის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. ჩვენთვის ეს პრივილეგიაა. დავთვალეთ, რომ სტადიონის ერთი წლით ქირაობა 15-20 მილიონი ევრო დაგვიჯდება.
– განაცხადა ლაპორტამ დღევანდელი მიმართვის დროს.
2023/24 წლების სეზონში “კამპ ნოუს” რეკონსტრუქცია აქტიურ ფაზაში იქნება შესული, რის გამოც კლუბს დროებითი სტადიონი დასჭირდება.
“ლუის კომპანის ოლიმპიური სტადიონი”, იგივე “მონჟუიკი” 1929 წელს გაიხსნა. 1980-იან წლებში მას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სტადიონი ამჟამად 60 ათასზე მეტ გულშემატკივარს იტევს.
საინტერესოა, რომ 1991-92 და 1995-2002 წლებში ამ არენაზე “ბარსას” ამერიკული ფეხბურთის გუნდი “ბარსელონა დრეგონსი” თამაშობდა.
1 ლევანდოვსკი ვერ მოიყვანა გუნდმა და სხვა გუნდები უკვე ემზადებიან სეზონისთვის, სხვებმა გააიასნეს ყველაფერი
ეს ლევანდოვსკი ჭირონა კირონას კი გაუტანს მაგას საფლავიდან აყენებული 70 წლის ბაბუც იზამს მარა ლიგაზე არავინ გააკარებს ბარსას ისეთი გუნდები გამოდიან
ბიჭო ნუ შეგვეცი ამ ლივერპულით გავუგეთ რო ლივეს ფანი ხარ არაააქ ბარსას 100 მილიონი გადასახდელი თორე ჰალანდის ყიდვაში შენ დაასწრებდი? ან ნუნიესში?
აუჰ თორე კამპნოუზე წელს ჩვენთამაშებზე ისეთი ატმოსფერო იყო რო რავიცი
ისე ოლიმპიურ სტადიონებზე მაყურებლები შორს არიან სტადიონისგან შედარებიტ და იმედია ატმოსფეროზე არ იმოქმედებს
რო გაიხსნა 250 ათას მაყურებელზე იყო გათვლილი, მაშინ ფეხზე დასადგომი ადგილებიც არსებობდა. ეხლა რეკონსტრუქციის შემდეგ ბევრად შემცირდა მაყურებლის რაოდენობა. ეს ყველაფერი უსაფრთხოების მიზნით კეთდება. ჩვენი დინამო რო გაიხსნა რემონტის შემდეგ 76 ათასზე იყო გათვლილი, სკამების მაგივრად გრძელი ფიცრები იყო დანომრილი და ერთ ადგილზე ერთი კაცის ჩაკვეხება ძალიან ძნელი იყო. ეხლა თუ არ ვცდები 55 ათასი ეტევა, სამაგიეროდ იცი რო თუ ბილეთი გაქვს არ გაიჭყლიტები მეზობლებს შორის.
totti10,
მემგონია აქ ფინანსური საკითხი დგას, ალბათ ბილეთების გაყიდვით უნდათ მცირე ფინანსების მოპოვება. სხვა მიზეზი არ მგონია რომ იყოს. 60K მაყურებელი ცოტა არაა
აი არ უხდება რა ფეხბურთს ეს ოლიმპიური სტადიონები, ძაან დაშორებულია ტრიბუნები მოედანთან, ერთის მხრივ კარგიცაა, აინტრახტის ფანები ხმას ვეღარ მიაწვდენენ სტადიონს🤣🤣🤣🤣
მარაკანაზე მეგონა 120 ათასი ეტეოდა და თრმე 180 ათასი ეტევა
ოლიმპიურ სტადიონებზე მეტად მარტო ბართომეუ მეზიზღება საფეხბურთო სამყაროში