workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო და კეიტა გუნდს დაუბრუნდნენ

ადრიანო და კეიტა გუნდს დაუბრუნდნენ

სამ დღიანი დასვენების შემდეგ გუნდმა დღეს ვარჯიში განაახლა. კეიტა ეროვნული ნაკრების შეხვედრებიდან დაბრუნდა, ხოლო ადრიანომ, ევროპის სუპერთასის შემდეგ, პირველად ივარჯიშა ჩვეულ რეჟიმში.

 

“სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე დღეს პირველი გუნდის 7 ფეხბურთელი გამოცხადდა: პინტო, ფონტასი, მაქსველი, პუიოლი, აფელაი, კეიტა და ადრიანო. სანაკრებო ბატალიების გამო, პეპ გვარდიოლას მოთამაშეთა შეზღუდული რაოდენობა ჰყავდა. თუმცა მის განკარგულებაში იყო კეიტა, რომელმაც თავისი ვალი მოიხადა მალის ეროვნული ნაკრების წინაშე.

 

განსაკუთრებით სასიხარულო იყო მოედანზე ადრიანოს გამოჩენა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის ტრავმა ევროპის სუპერათასის შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ აღდგენით ვარჯიშებს გადიოდა. ტრავმირებულმა პუიოლმა, მაქსველმა და აფელაიმაც გუნდთან ერთად ივარჯიშა. რაც შეეხება ჟერარდ პიკეს, ის კვლავ სავარჯიშო დარბაზის სტუმარი გახლდათ.

 

გვარდიოლას სესიაში “ბარსა ბ”-ს რვა ფეხბურთელი ჩაერთო: ოიერი, მასიპი, გუსტავო, კარმონა, ჟერარდ დეულოფეუ, როსელი, კუენკა და ლობატო. ჩამოთვლილთაგან არცერთს არ მიუღია “კართაგენას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მონაწილეობა.

 

ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები “ბარსელონას” ხვალ დაუბრუნდებიან და “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე საღამოს, ესპანეთის დროით 19:00 საათზე გამოცხადდებიან.

 

ალექსის სანჩესი და დანი ავლვეშიც, რომლებმაც უკვე დაასრულეს სანაკრებო შეხვედრები, გუნდს ოთხშაბათს შეუერთდებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა მიიღო. გვარდიოლამ ჩილელ და ბრაზილიელ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward