დანი ალვესის ლა ლიგაში დარჩენის შესახებ ბოლო დღეებში უკვე მეორე ცნობა ვრცელდება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 39 წლის მარჯვენა მცველმა საკუთარი თავი “მალიორკას” შესთავაზა, თუმცა ეს ცნობა თავად ფეხბურთელმა უარყო.
ცოტა ხნის წინ კი ბრაზილიურმა UOL-მა შეგვატყობინა, რომ ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელის დამატების სურვილს ლა ლიგაში ახლახან დაბრუნებული “ვალიადოლიდი” გამოთქვამს.
“ვალიადოლიდის” პრეზიდენტი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდოა და გასაკვირი არ იქნება, თუ ის თანამემამულეების მიწვევას შეეცდება.
იმავე წყაროს ცნობით რონალდო ალვესის გარდა “რეალის” ლეგენდას, დაცვის საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე მარსელოსაც იწვევს.
დანი ალვესი “ბარსელონაში” 2021/22 წლების სეზონის მეორე ნახევარში დაბრუნდა. კატალონიურ კლუბში ნახევარი სეზონის გატარების შემდეგ “ბლაუგრანამ” მას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა.
მშვენიერი, უკეთეს ადგილს ვერ ნახავდა. ბრაზილიის მწვრთნელთან რონალდო უშუამდგომლებს.