“ბარსელონას” ქალთა გუნდი გაძლიერებას განაგრძობს.
FIFA-ს ვერსიით 2020 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ლუსი ბრონზი “ბლაუგრანას” მოთამაშე გუშინ გახდა. დღეს კი შეტევის გაძლიერების დროა.
რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” 24 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის, ჟეიზის ტრანსფერი დაადასტურა.
ჟეიზი ფერეირა აქამდე “მადრიდში” თამაშობდა. ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში მან 20 გოლი გაიტანა, რაც “ბარსელონელ” აზიზატ ოშოალასთან ერთად საუკეთესო შედეგი იყო. მის ანგარიშზე გუნდის გოლების თითქმის 50% მოდიოდა. “მადრიდმა” მხოლოდ 42 გოლი გაიტანა და სწორედ ჟეიზის დამსახურებაა, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენა მოახერხა.
ჟეიზი “ბარსელონას” ქალთა გუნდის უკვე მე-4 შენაძენია. მომდევნო სეზონისთვის კატალონიელებმა უკვე დაიმატეს ლაია კოდინა, ნურია რაბანო და ლუსი ბრონზი.
მშვენიერია, წარმატებები
საინტერესოა, ქალთა ფეხბურთში ფეირ პლეი არ არის თუ ესენი ლაპორტას არ ეკუთვნიან. ჩვენ ერთი კაცი ვერ დავარეგისტრირეთ ამათ კი უკვე 4 ფეხბურთელი შეიძინეს.
ყველა საუკეთესო მოთამაშე ამათთან მოდის დდდ
ლიკე რომელი დედალი ანსუ ფატი მთელი სეზონი რო ეკლდათ. მაგ პოზიციაზე ერთი პატარა გოგო ყავთ საკმაოდ კარგია. ისე ამათ ის ქერა დააკლდათ ისიც პსჟ წავიდა 10 ნომრით რო იყო ხოლმე ფრანგი და მწვრთნელი. წინა მაგარი კაცი იყო ეს რაღაცა ქალაჩუნა ტიპია
ლიკეს დანაკლისი უნდა ამოავსოს ანუ ამან.