დღეს კატალონიის “ბარსელონა” კლუბის ფინანსური მდგომარეობის მოგვარებასთან დაკავშირებით ასამბლეას მართავს.
შეხვედრაზე კლუბის 5000 წევრი იყო მიწვეული.
ჟოან ლაპორტა:
“ოთახში მყოფებსაც და დისტანციურად დამსწრეებსაც აქ ყოფნისთვის დიდ მადლობას გიხდით. როგორც “ბარსელონას” გულშემატკივრებს, დღესაც მოგიწევთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც კლუბის როგორც აწმყოზე, ისე მომავალზე იმოქმედებს.
მიმდინარე ასამბლეის მიზანია, განვიხილოთ და დავამტკიცოთ ის გზები, რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ხვალ წელიწადი და სამი თვე სრულდება, რაც ოფისი გადმოვიბარეთ – თანაც ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენი ხელფასების გადახდაც კი არ შეგვიძლია.
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი “ბარსელონა” ფორმულა 1-ის მანქანაა, რომელსაც არც საწვავი აქვს და არც ძრავა.
გთხოვთ, რომ ნდობა კვლავ გამოგვიცხადოთ და გარკვეული გაყიდვითი ოპერაციების განხორციელების ნება დაგვრთოთ, რაც სატელევიზიო უფლებების 25%-ისა და BLM-ის (Barça Licensing and Merchandising) 49.9%-ის გასხვისებას მოიცავს.
უსამართლობაა და თქვენი ბრალი არ არის, რომ წინა ხელმძღვანელობამ კლუბი არასწორად მართა.
იმისათვის, რომ ევროპის დიდ კლუბებთან კონკურენცია განვაგრძოთ, ისეთი პარტნიორები გვჭირდება, რომლებსაც შემოსავალი საფეხბურთო ინდუსტრიიდან არ აქვთ. ჩვენი აქტივისთვის და ბრენდისთვის ბოლომდე ვიბრძვით.
შემოთავაზებები, რომლებიც განვიხილეთ, 200-300 მილიონს ითვალისწინებდა. “ბარსა”, რა თქმა უნდა, მეტისკენ იხრება. ბიზნესგეგმა გვაქვს, რომელსაც, შეუძლია, 6 წელიწადში 1.2 მილიარდი ევრო მოგვიტანოს.
გავის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოს ვართ – საკითხი ბოლო სტადიაზეა.
სატელევიზიო უფლებების 100%-ის 10 წლით გაყიდვაში 1 მილიარდს გვთავაზობდნენ, მაგრამ უარი ვთქვით.
კლუბის სიტუაციის გამოსასწორებლად ორი ბერკეტის გააქტიურება გვჭირდება. საქმეს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ – ამიტომ, თუ პირველ ბერკეტს დაეთანხმეთ, მეორე შემთხვევაშიც ასე მოიქეცით.
ყოველი 10%-ისთვის, რომელსაც გავყიდით, 200 მილიონს მივიღებთ. შესაბამისად, სატელევიზო უფლებების 25%-ის გასხვისება 500-მილიონიან შემოსავალს ნიშნავს.
ლა ლიგამ გვითხრა, რომ, ფინანსური Fair Play-ს წესების დაცვის გარეშე, ჩვენი აკადემიის ახალგაზრდებსაც კი ვერ დავარეგისტრირებთ.”
ჟული გუიუ:
“ორი გზა გვაქვს: აქტივების მცირე ნაწილის გაყიდვით მივიღოთ შემოსავალი, შემდეგ კი მისი გამოსყიდვის უფლება გამოვიყენოთ.
იმ ყველაფრის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თქვა, გთხოვთ, გვენდოთ, რადგან ეს შესაძლებლობაა, რომ კლუბი განვითარდეს – ამისთვის კი გვჭირდება, BLM-ის 49.9% გავყიდოთ, რაც “ბარსას” კომპანიის 100%-ის ძალიან მცირე სეგმენტია: თანაც, მისი გამოსყიდვა ნებისმიერ დროს შეგვეძლება.”
BLM-ის 49.9%-ის გაყიდვასთან დაკავშირებით ხმის მიცემა დაიწყო.
568 ხმა 65-ის წინააღმდეგ – კლუბის წევრებმა BLM-ის 49.9%-ის გაყიდვას მხარი დაუჭირეს! 13-მა წევრმა აზრის დაფიქსირებაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, BLM-ის დაარსებამდე, “ბარსელონას” ატრიბუტებს მხოლოდ Nike ასხვისებდა, თუმცა, 2018 წელს, კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ზემოხსენებული ორგანიზაცია შექმნა, რის შემდეგაც კატალონიელებმა ეს ბიზნესი მთლიანად გადმოიბარეს. შესაბამისად, ამის წყალობით “ბლაუგრანას” ატრიბუტიკას მხოლოდ კლუბი ყიდდა, რაც შემოსავლებს საგრძნობლად ზრდიდა, დღეს კი ამ ორგანიზაციის 49.9%-ის გასხვისება გადაწყდა.
სატელევიზიო უფლებების 25%-ის გაყიდვაზე ხმის მიცემა დაიწყო.
494 მომხრე, 62 წინააღმდეგი – “ბარსამ” სატელევიზიო უფლებების 25%-ის გაყიდვის ნებართვა მიიღო. 13-მა წევრმა პასუხის გაცემაზე კვლავ უარი თქვა.
15% ანუ 75 მლნ + 68 მლნ (მეორე ადგილი) + 105 მლნ (გაყიდული წილი) + 5 მლნ ჟუტგლას ტრანსფერი = 253 მლნ დახარჯვის უფლება გვაქვს
აი იმ 500 მილიონიდან, ტრანფერებზე რამდენის დახარჯვა შეიძლება ვიცით? მე მგონი ნახევარზე მეტს ვალების გასტუმრებაში აგვაძრობს ტებასი.
OK გავყიდეთ დე იონგი ! მერე ? მაგ გაყიდვით რა ვქენით სახელფასო ჭერი გამოვანთავისუფლეთ თუ კლუბის ეკონომიური მდგომარეობა გამოვასწორეთ ?! smile smile დე იონგის გაყიდვა დაწევს სახელფასო ჭერს? joy და ის 11 ფეხბურთელი (მინიმუმ!) რომ ჰყავს მაგ გატეხილ ივერია სასისკს (ლაპორტა) უკანალში გათხრილი და არაფერს ვერ/არ შვება არადა პირდაპირ მაგის და მაგის სტაფის მოსაგვარებელია ეგ ამბავი ! და მანამდე ვერაფერს იზავს (უბრალოდ ვერცერთ ტრანსფერს ვერ გააკეთებს !) დე იონგის გაყიდვა კიდევ არაფერი სატელევიზიო უფლებების გაყიდვა 25 % ?! იმან (აჩკებიანმა) რაც კლუბს დამართა ეხლა ეს (ლაპორტა) უარესს აპირებს rage მუდმივი შემოსავლის წყაროს 25 % -ს ჰყიდის rage BLM -ის 49,9%-ის გაყიდვა კი ბატონო აუცილებელია
აი მაგ უაზრო გასროლილმა თანხებმა და + დიდმაა გაბერილმა ხელფასებმა სანამდე მიიყვანა კლუბი…
ბართომეუ იმით სარგებლობდა რომ გულშემატკივრების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა ვინც ისურვეს მოუყვანა კლუბში აჰა ძმაო გინდოდათ დემბელე? მიიღეთ კოუტინიო გინდოდაათ? მიიღეთ გრიზმანი გინდოდაათ? მიიღეთ
და ამასაც ასე ეკიდა ფეხებზე სკამის გამო…
ეხლა კი ლაპორტა წვალობს რომ როგორმე დიდება დაუბრუნოს ბარსელონას ისევ და ჩვენ (ზოგიერთი) ვაგინებთ იიი დეიონგი არ გაყიდო იიი დაა უუუუ აბა ტრაქში რომ ვართ არაფერი?? ვიღაცა შეეწირება ვიღაცეებს ფუფუნება დააკლდება ვარდს ვინც უეკლოდ დაკრიფავს მივიდეს და დაკრიფოს
გეთანხმები მეც ასე ვფიქრობ ღლერთომეუზე ძალიან ბერავდა თანხებს ტრანსფერებს რაც შეეხება იმედისმომცემ ტრანსფერებს დებდა ამას თავგადაკლული ფანი ვამბობ მაგრამ ვერ გაამართლეს მაგრამ ფეხბურთელების გაყიდვებში ძალიან ჩლუნგი იყო პაულინიოს გაყიდვის გარდა🤣🤣🤣 სუარესს რაკიტიჩს და ბევრს კიდევ რომ 1 მილიონად გაყიდი და ბრეთვეიტს რომ 10მაგ თანხას იხდი უნდა მიხვდეს კაცი რომ ვერ მიდის საქმე კარგად კიდევ ხელფასები იცოცხლე მესი მესია მაგრამ ის რომ წელიწადში გამოიმუშავებდა 2 რეალ მადრიდს იყიდდა კაცი ან გრიზმანმა პიარისთვის ბარსა გამოიყენა და შემდეგ მაინც იყიდეს 120ად აი ეს იყო ძალიან დიდი მინუსი აჩკარიკასი
სადაც აჩკარიკას უაზრო ტრანსფერებს ამბობთ იქ ლაპორტაც ახსენეთ, ზამების კაცში ელ მაზილა ტორესში 60 მლ გასროლა ნორმალურია? ბართომეუმ უაზრო ფულები ყარა ბაზარი არაა მარა ვინც მოიყვანა ყველა დაფრინავდა თავიანთ კლუბებში, ღლემბელე არასოდეს მევასებოდა მარა დორტმუნდში კარგად უბერავდა (ბარსაში ინტელექტის არ ქონის გამო ჩაისვვარა) კოუტინიო ტოპ იგროკი იყო შემდგარი ვარსკვლავი და ლივერპულის ლიდერი) გრიზმანი მსოფლიო ჩემპიონი, უმტიტი უძლიერესი მცველი, ორ არაუხოს ერთად რომ ჯობდა, პაულინიო მოვიდა ითამაშა წავიდა, ცუდს ვერ ვიტყვი ბრაზილიელზე. გრიზმანს დემბელეს კოუს და უმტიტს რომ ბოლომდე გაემართლებინათ წამოგიდგენიათ რა გუნდი ვიქნებოდით? ყველა მაგარი იყო და რაიცოდა აჩკარიკამ აქ თუ ჩაისვრიდნენ? ამათგამო შევიდა კლუბი კრიზისში, დიდი თანხა გადაიხადეს და ვერ გაამართლეს პლუს კოვიდი, მთელი სეზონი უმაყურებლოდ ითამაშეს, მოგზაურობა შეწყდა, ტურისტი ვეღარ შემოდიოდა და ყველაფერი აისახა შემოსავლებზე უარყოფითად.
აი მაგ უაზრო გასროლილმა თანხებმა და + დიდმაა გაბერილმა ხელფასებმა სანამდე მიიყვანა კლუბი…
ბართომეუ იმით სარგებლობდა რომ გულშემატკივრების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა ვინც ისურვეს მოუყვანა კლუბში აჰა ძმაო გინდოდათ დემბელე? მიიღეთ კოუტინიო გინდოდაათ? მიიღეთ გრიზმანი გინდოდაათ? მიიღეთ
და ამასაც ასე ეკიდა ფეხებზე სკამის გამო…
ეხლა კი ლაპორტა წვალობს რომ როგორმე დიდება დაუბრუნოს ბარსელონას ისევ და ჩვენ (ზოგიერთი) ვაგინებთ იიი დეიონგი არ გაყიდო იიი დაა უუუუ აბა ტრაქში რომ ვართ არაფერი?? ვიღაცა შეეწირება ვიღაცეებს ფუფუნება დააკლდება ვარდს ვინც უეკლოდ დაკრიფავს მივიდეს და დაკრიფოს
გეთანხმები მეც ასე ვფიქრობ ღლერთომეუზე ძალიან ბერავდა თანხებს ტრანსფერებს რაც შეეხება იმედისმომცემ ტრანსფერებს დებდა ამას თავგადაკლული ფანი ვამბობ მაგრამ ვერ გაამართლეს მაგრამ ფეხბურთელების გაყიდვებში ძალიან ჩლუნგი იყო პაულინიოს გაყიდვის გარდა🤣🤣🤣 სუარესს რაკიტიჩს და ბევრს კიდევ რომ 1 მილიონად გაყიდი და ბრეთვეიტს რომ 10მაგ თანხას იხდი უნდა მიხვდეს კაცი რომ ვერ მიდის საქმე კარგად კიდევ ხელფასები იცოცხლე მესი მესია მაგრამ ის რომ წელიწადში გამოიმუშავებდა 2 რეალ მადრიდს იყიდდა კაცი ან გრიზმანმა პიარისთვის ბარსა გამოიყენა და შემდეგ მაინც იყიდეს 120ად აი ეს იყო ძალიან დიდი მინუსი აჩკარიკასი
ამას პიარ დე იონგის 85-100 მილიონი დაამატეთ და კი გამოყოფენ 200 მილიონს ტრანსფერებისთვის. პლიუს არასაჭირო ხალხსაც გაუშვებენ დიდი იმედი მაქვს.
ვინგერი გვინდა ვინმე…
გნაბრი….
ძლივს ფულს ვიშოვით მარა გაიყიდნენ უკვე, ჰალანდიც მბაპეც ნუნიესიც ალვარესიც და კაი ლევანას ვიყიდით დალშე ალონსო აზპი და კუნდე?
ვინგერი გვინდა ვინმე…
სხვა გზა არ არი რა, ეს ამბავი მოგვცემს საშუალებას რო ფეხბურთელები დავიმატოთ, რაც აუცილებელია ლევანა ფლანგები და დეიონგიც წესით უნდა დარჩეს, მაგრამ ამდენი ნახევარმცველი არ არი საჭირო რა როცა სხვა პოზიციებზე ესე გვიჭირს
Gia grigalavas ფან-კლუბი,
ხო სუპერთასზე კლასიკოში ბუსკეცმა რო ცენტრში დაკარგა ბურთი და აჩუქა გოლი დეიონგის ბრალი იყო
Joan Laporta: “We believe that the economic levers would bring in €700M to FC Barcelona.” 15% რო გამოყონ ტრანსფერებისთვის 105 მილიონია 🙂
კი კაცო დე იონგი ძაან ტოპ დონეს დებს რაც ბარსაში არის.
მე და შენ ფეხბურთს სხვადასხვანაირად ვუყურებთ და არ ვამბობ რომ ცდები ან მე ვარ მართალი უბრალოდ ბევრჯერ ვისაუბრეთ და მაინც ფიქრობ რომ დე იონგის ბრალია ლა ლიგასაც რომ ვერ ვიგებთ და აღარ ვაპირებ გაგრძელებას , უბრალოდ ჩვენ ჩვენი აზრი გვაქვს და მე ყველას აზრს პატივს ვცემ და კარგი იქნება ყველა ასე იქცეოდეს )))
მჯერა ლაპორტასი მაგრამ,,ამ ბლმით და სატელევიზიო უფლებების მეოთხედით ყოველწლიურად რამდენი გვაქვს შემოსავალი??ეხა ერთჯერადად ვიღებთ მარა მომავლის პერსპექტივაში ხო არაა ცუდი ეს ვერ გავიგე
ჯერ არის გარკვეული ვის და რამდენად ყიდიან ?
თუ შეგიძლიათ ამიხსნათ ფინანსურად რა სარგებელს გვაძლევს ეს ყველაფერი? მივხვდი რო რაღაც სარგებელი გვექნება მარა ვერ მივხვდი როგორი ტიპის
იმედია ყველაფერი ისე გამოვა როგორც ლაპორტამ და მისმა გუნდმა დაგეგმეს🤞
მშვენიერია , ბარსელონა ისეთ ფეხბურთელებს როგორიც დე იონგია იმის გამო არ უნდა ყიდდეს რომ ფული ჭირდება , ტოპ კლუბს უნდა დავემსგავსოთ ისევ და ფეხზე დავდგეთ თორე ასეთი ხერხებით არცერთი კლუბი გამართულა , ყველა ბარსელონას აგოიმებდა და იყენებდა რადგან იცოდნენ რომ ფული არ ქონდათ და ფინანსურად ძალადობდნენ კლუბზე , დამთავრდა ! ტოპ ფეხბურთელები ბარსელონაში უნდა დარჩნენ და ოცნებობდნენ კლუბში გადმოსვლაზე , ჩვენ არსენალი არ ვართ , We are back , bitches )))
ფეხზე დადგომის დროა 💪
მალე რა მალე