workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე საცხოვრებლად მაიამიში გადასვლაზე ფიქრობს

ჟერარ პიკე საცხოვრებლად მაიამიში გადასვლაზე ფიქრობს

ჟერარ პიკეს პირად ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გავლენა მის სპორტულ კარიერაზეც იქონიოს.

რამდენი„მე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელი ცნობილ მომღერალს, შაკირას დაშორდა. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ კოლუმბიელი ვარსკვლავი ახალი ცხოვრების დაწყებას მაიამიში გეგმავს. შაკირა ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილებთან ერთად გადასვლას აპირებს.

სპორტული ჟურნალისტის, ალბერტ ლესანის ცნობით, იმ შემთხვევისთვის, თუ შაკირა და შვილები საცხოვრებლად მაიამიში გადავლენ, იმავეს გაკეთებას გეგმავს პიკეც.

“ბარსელონაში” დადის ჭორები, რომ პიკე, რომელიც შესანიშნავი მამაა, მოხარული იქნებოდა, თუ შვილებთან ერთად მაიამიში წავიდოდა, რადგან “ბარსაზე” მეტად მას შვილებთან ყოფნა სურს.

– ციტირებს ალბერტ ლესანის სიტყვებს Marca.

ცნობილია, რომ პიკეს კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება სურს, მაგრამ თუ შაკირა შვილებს მაიამიში წაიყვანს, მაშინ 35 წლის მცველს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დაფიქრება მოუწევს.

პიკე და შაკირა ერთად 12 წლის განმავლობაში იყვნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nikusha
    schedule 19 ივნ 2022, 18:20
    #5

    ლაპორტა:„პერესი აბსოლუტურად გულწრფელია“

    ჟოან ლაპორტამ ფლორენტინო პერესს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ „რეალის“ პრეზიდენტი სუპერლიგის პროექტის ერთგული რჩება…

    „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „რეალის“ პრეზიდენტი პოზიციას არ იცვლის. ის ძალიან გულწრფელია და იცის, რასაც აკეთებს.“

    „სუპერლიგის პროექტი ბევრს დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ ფეხბურთის გაუმჯობესება და უფრო მაღალ დონეზე აყვანა შესაძლებელია.“

    „„უეფასთან“ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და გვჯერა, რომ მოლაპარაკებების ტონის შერბილება სრულიად შესაძლებელია.“

  • nika 54
    schedule 17 ივნ 2022, 13:54
    #4

    ლაპორტამ ვერ გაუშვა და ეხლა მთელი იმედები შაკირაზეა?

  • RiquiPuig
    schedule 16 ივნ 2022, 17:18
    #3

    დიდი ხანია ამის წასვლის დრო მოვიდა, დროა დაგვტოვოს…

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 16 ივნ 2022, 13:42
    #2

    ოჯახი ყველაფერზე მაღლა დგას <3 ასეც უნდა მოიქცეს

  • .Gladiator.
    schedule 16 ივნ 2022, 13:30
    #1

    *კოლუმბიელი