ივნისის ბოლომდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, “ბარსელონას” ფინანსური პრობლემები კი ისევ მოუგვარებელია.
კატალონიური კლუბი რთული პერიოდის დაძლევას რამდენიმე ხერხით აპირებს – ფეხბურთელების გაშვება, აქტივების გასხვისება და ხელფასების შემცირება.
ბოლო კვირებში “ბარსას” ხელმძღვანელმა პირებმა დაადასტურეს, რომ კლუბი ხელფასების კიდევ ერთხელ შემცირებას არ გამორიცხავს. გუნდის კაპიტნებიდან ერთ-ერთმა, სერჟი რობერტომ ხელფასი 60%-ით უკვე შეიმცირა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟერარ პიკე მზადაა, მოლაპარაკებები დაიწყოს, ბუსკეტსსა და ალბას კი ამის სურვილი არ აქვთ. ნაკრებში მყოფმა ბუსკეტსმა და ალბამ მიმდინარე პროცესების მიმართ ნეგატიური განწყობა დაადასტურეს, თუმცა კლუბის დახმარებაზე მზადყოფნაც დააფიქსირეს.
Sport-ის ცნობით “ბარსელონა” აპირებს, ალბას, პიკესა და ბუსკეტსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში დაიწყოს.
იმედია კაპიტნები შეიმცირებენ !
ხო და გაცილების ფოტოც ასევე ერთობლივი იქნება. ოღონდ პიკეს სთხოვენ წასვლის წინ მაინც გაისწოროს ტრუსები მაგას რო ბიკინები გონია.
რებს წერთ ვერ გავიგე ზუსტად თქვენ გეწერათ რომ ალბა მზად იყო კიდევ ერთხელ დახმარებოდა ბარსას ეს თქვენ გეწერათ ეხლა კიდე არაო ვერ გავიგე ჩამოყალიბდით თუ შეიძლება
ანუ ბუსკეცი და ალბა ხელფასს არ შეიმცირებენ მარა კლუბს მორალურად გვერდში უდგანან? 😃
ვფიქრობ რობერტოს იმიტო გაუხანგრძლივეს რომ შემდეგ წელს ვინცააა ფოტიზე აქედან ყველა წავა და ერთდროულად გააცილებენ