კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიხსნება ახალი “ლა მასია“.
გახსნა 8 სექტემბერს შედგება. ადგილობრივი სპორტული ასოციაციის ხელმძღვანელმა ვესლავ ვილჩინსკიმ განაცხადა: “ამ პროექტზე უკვე მთელი წელია ვმუშაობთ. “ბარსელონა” თვლის, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი ბავშვია. ისინი ითვალისწინებენ “ევრო 2012″-ისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურასა და რესუსრსებს.”
“”ბარსელონას” დახმარებით ჩვენ გადავამზადებთ ბავშვებსა და მწვრთნელებს საუკეთესო აკადემიის ფილიალში, რაც ჩვენ ქვეყანას ძალიან წაადგება.”
ეს სკოლა ევროპაში პირველი ფილიალი იქნება ესპანეთის საზღვრებს გარეთ. “ბლაუგრანა” ტალანტებს აზიაში, პერუში და ეგვიპტეში უკვე აქტიურად ეძებს.



