“ბარსელონამ” მიმდინარე წლის ზაფხულში ჩასატარებელი მატჩები სრულად დააკომპლექტა. “ინტერ მაიამისა” და “ნიუ იორკ რედ ბულზის” შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ “ბარსა” კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესის გუნდი 23 ივლისს, ლას ვეგასში “რეალს” დაუპირისპირდება, 3 დღის შემდეგ კი დალასში “იუვენტუსს” შეხვდება.
მეორე ელ კლასიკო აშშ-ში
ამერიკლი ქომაგები თავიანთ ქვეყანაში კიდევ ერთ “ელ კლასიკოს” იხილავენ. “ბარსელონასა” და “რეალის” ჯახი 23 ივლისს “ალეგიანტ სთედიუმზე” შედგება, რომელიც 65 000 გულშემატკივარს იტევს. აღნიშნული სტადიონი ამერიკული ფეხბურთის კლუბ “ლას ვეგას რეიდერს” ეკუთვნის.
“ბარსა” და “რეალი” ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთმანეთს პირველად 2017 წლის 30 ივლისს, “ჰარდ როქ სთედიუმზე”, მაიამიში შეხვდნენ. ეს მატჩი კატალონიელებმა ლეო მესის, ივან რაკიტიჩისა და ჟერარ პიკეს გოლებით, 3-2 მოიგეს.
ესპანეთის ფარგლებს გარეთ ხსენებული გუნდები ერთმანეთს კიდევ ორჯერ შეხვდნენ. ბოლო ასეთი მატჩი ესპანეთის სუპერ თასის ეგიდით, საუდის არაბეთში (კერძოდ, რიადში) გამართული შეხვედრა (2-3) იყო, პირველი შემთხვევა კი 1982 წლის 30 მაისს დაფიქსირდა, როცა “ბარსელონა” “ბლანკოსს” ვენესუელაში (ბარკისიმეტოში) დაუპირისპირდა და 0-1 წააგო.
“ბარსელონა” ამერიკაში 12-ჯერაა ნამყოფი, მაგრამ ლას ვეგასში პირველად ჩავა.
ბარსა 🆚️ იუვე ქოთონ ბოულზე
“რეალთან” მატჩიდან 3 დღეში, 25 ივლისს, “ბლაუგრანა” “იუვენტუსს” დალასში, “ქოთონ ბოულზე” ეთამაშება.
ეს მე-5 შემთხვევა იქნება, როცა “ბარსელონა” აშშ-ში იტალიურ კლუბს შეხვდება. პირველად კატალონიელები “ბებერ ქალბატონს” 1969 წელს, ნიუ იორკში, “იანკი სთედიუმზე” დაუპირისპირდნენ და 3-2 მოიგეს. 5 დღის შემდეგ ამავე გუნდების მატჩი ჩიკაგოში გაიმართა და “ბარსამ” მეტოქე 1-0 დაამარცხა. 2003 ქელს კი “ბლაუგრანა” “იუვეს” ბოსტონში შეხვდა და 2-2 ეთამაშა. რაც შეეხება 2017 წლის მატჩს – “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ნიუ ჯერსიში, “მეტლაიფზე” იტალიურ გუნდს 2-1 მოუგეს.
“ბარსელონას” “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჟოან გამპერის თასზეც უთამაშია. 2005 წელს მატჩი 2-2 მორჩა (პენალტების სერიაში იტალიელებმა მოიგეს), 2021 წელს კი “ბარსამ” იოჰან კრუიფის სახელობის მოედანზე 3-0 იმარჯვა.
“ქოთონ ბოულს”, რომელიც 92 000 მაყურებელს იტევს, სხვადასხვა კოლეჯი და პროამერიკული ფეხბურთის გუნდები იყენებენ, ისევე, როგორც MLS-ის კლუბი “დალასი”. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ სტადიონმა 6 შეხვედრას უმასპინძლა, მათ შორის, ბრაზილიის ნაკრებსა და ნიდერლანდებს შორის გამართულ ცნობილ მატჩს (3-2).
“რეალისა” და “იუვენტუსის” წინააღმდეგ გასმართი მატჩები, რომელიც სპორტული და გასართობი კომპანია AEG-ის (Anschutz Entertainment Group) მიერაა ორგანიზებული, Soccer Champions Tour-ის ნაწილია. მასში მონაწილეობას მექსიკური “ამერიკა” და “გვადალახარაც” მიიღებენ.
ინტერ მაიამი და ნიუ იორკ რედ ბულზი
“ბარსა” ამერიკულ ტურს “ინტერ მაიამისთან” მატჩით გახსნის. დევიდ ბექჰემის გუნდთან შეხვედრა 19 ივლისს, მაიამიში, “DRV PNK სთედიუმზე”, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე გაიმართება, “ნიუ იორკ რედ ბულზს” კი 30 ივლისს, “რედ ბულ არენაზე”, ნიუ ჯერსში 19:00 საათზე დავუპირისპირდებით.
კოლიადო
იქამდე თითქმის თვენახევარია, რა მოიცდის.
მშვენივრად შეიკვრა წინასასეზონო თამაშები
ბილეთი როგორ შეიძლება ვიყიდო?