ესპანეთის ჩემპიონატის 2022/23 წლების სეზონის კალენდრის წილისყრის დრო ცნობილია.
23 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება წილისყრა, რომელიც მომდევნო სეზონის ლა ლიგის კალენდარს დაადგენს.
თავად გათამაშება 12 აგვისტოს დაიწყება.
ახლახან ასევე ცნობილი გახდა, რომ შეიცვალა ესპანეთის თასის მომდევნო გათამაშების ფინალის თარიღიც. ფინალური დაპირისპირება 2023 წლის 29 აპრილისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ ერთი კვირით, 6 მაისისთვის გადაიწია.
რა აზრი აქვს ამ წილისყრას ვერ ვხვდები, მაინც გადატანა-გადმოტანა იქნება მთელი სეზონი საჭირო და ეგრე ხო ისედაც შეადგენენ კალენდარს, ბოლო ტურებში რომ ჩაყრიან და ერთ დღეს ატარებენ ყველა თამაშს რაღა აზრი აქვს წინასწარ გათვლას მაშინ?
23 ივლისს რეალი-ბარსა (ელკლასიკო) ჩაინიშნა აშშ-ში. იმედია ჩემს დაბ დღეზე ბარსა მომილოცავს მოგებით თან მოსისხლე მტერთან
როგორც გოალ.ჯე დე იონგზე წერს "იუნაიტედი" 25 წლის ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს ჩამოდის, დამატებით 20 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.
და ეს არის სარფიანად გაყიდვა? ფეხბურთელში რო 75 მილიონი გადავიხადეთ ეხლა 60-ათ უნდათ? და ბონუსები როდის იქნება? პირდაპირ 80 რო გადაიხადონ არ გვირჩევნია. თუ გავყიდით ეკონომიური მხარის გათვალისწინებითო და რაც გადავიხადეთ 15 მილიონით ნაკლებად ვყიდით? ყოჩაღ ლაპორტას მენეჯერებს. 60 მილიონად ვიყიდით მაგის დონის 25 წლის ნახევარმცველს?