workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია საკუთარ თავს სხვა კლუბებს სთავაზობს

რაფინია საკუთარ თავს სხვა კლუბებს სთავაზობს

რაფინიას ტრანსფერი სულ უფრო შეუძლებლად მოჩანს. “ლიდსი” 55 მილიონს ითხოვს, “ბარსელონას” პრიორიტეტი კი რობერტ ლევანდოვსკია, ამიტომ კატალონიელები ფინანსების დიდ ნაწილს სწორედ პოლონელისკენ მიმართავენ.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის ინფორმაციით, მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით, რაფინია უკვე სხვა კლუბში გადასვლაზე ფიქრობს. ბრაზილიელს “ბარსაში” თამაში სურს, თუმცა ხვდება, რომ ტრანსფერი რთული იქნება, ამიტომ საკუთარ თავს სხვა გუნდება სთავაზობს. წყაროს ცბობით, 25 წლის გარემარბმა კარიერა შესაძლოა “ლივერპულში” გააგრძელოს. იურგენ კლოპი რაფინიას სადიო მანეს კარგ შემცვლელად მიიჩნევს, თავის მხრივ ბრაზილიელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.

იქიდან გამომდინარე, რომ უსმან დემბელე სავარაუდოდ “ბარსელონას” დატოვებს, კატალონიური კლუბი გარემარბის პოზიციაზე პრიორიტეტად რაფინიას განიხილავს, თუმცა “ბარსას” ანხელ დი მარიას უფასოდ შეძენის შანსი გაუჩნდა და შესაძლოა რაფინიას დაკარგვა ტრაგედია სულაც არ იყოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 09 ივნ 2022, 10:23
    #9

    საერთოდ არ იქნება ტრაგედია თუ ვერ მოიყვანენ, პირიქით დიმარია ბევრად ჯობია და ის 55 მილიონი სხვა რამეში მოიხმარონ უკეთესი იქნება.

  • nikusha
    schedule 08 ივნ 2022, 22:44
    #8

    ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეული

    CIES Football Observatory-იმ, არსებული მომებტისათვის, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა.

    გამოკვლევათა ცენტრმა მოთამაშეები პოტენციური სატრანსფერო ღირებულების მიხედვით შეაფასა.

    ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

    1. კილიან მბაპე (პსჟ) – 205,6 მლნ. ევრო;

    2. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი) – 185,3;

    3. ერლინგ ჰოლანდი (მან.სიტი) – 152,6;

    4. პედრი (ბარსელონა) – 135,1;

    5. ჯუდ ბელინგემი (ბორუსია) – 133,7;

    6. ფილ ფოდენი (მან.სიტი) – 124;

    7. ფრენკი დე იონგი (ბარსელონა) – 112,5;

    8. ლუიშ დიასი (ლივერპული) – 110;

    9. რუბენ დიაში (მან.სიტი) – 109,6;

    10. ფერან ტორესი (ბარსელონა) – 109,5.

  • shu1987
    schedule 08 ივნ 2022, 17:56
    #7

    ეს თუ სიმართლეა მაგარი სლე ყოფილა , ან მაგით ცდილობს უკეთესი პირობების დაცინცვლას. ბარსა არაფერს დაკარგავს.

  • Davita
    schedule 08 ივნ 2022, 16:46
    #6

    ამ მეორე დემბელეში 55 ის გადახდას დიმარია მოვიდეს უფასოდ ჯობია, კლასი გამოცდილება სისწრაფე ტექნიკა ყველაფერი აქვს. პრემიერლიგაში დემბელეც გაფაფხურდება მაგრამ აქ რა შიბლაცაა კი ვიცით

  • VanillaSoul
    schedule 08 ივნ 2022, 15:15
    #5

    მთელი გულით ვგულშემატკივტობდი ლიდსს, რომ არ გავარდნილიყო. ესეთი სირინოზები ისედაც ბლომად არიან გუნდში.

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივნ 2022, 14:50
    #4

    შესაძლოა კი არა ვაფშე არაა ამის დაკარგვა ტრაგედია ჩვეულებრივი ოცთეთრიანი იგროკია

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2022, 14:45
    #3

    შესაძლოა რაფინიას დაკარგვა ტრაგედია სულაც არ იყოს.
    100% არ იქნება ტრაგედია დი მარია ჯობია დღეისათვის, და არავინ იცის რას მიაღწევს ერთი წლის შემდეგ. ეგ არ ყოფილა კულე, ვაჭარს უფრო გავს.

  • gio-rakitich
    schedule 08 ივნ 2022, 14:31
    #2

    Ee erti brazilieli gvinda win uechveli

  • La Pulga10
    schedule 08 ივნ 2022, 14:31
    #1

    ხოდა კარგად იყავი. 55 მილიონი კიდე კულიბალიში გადაიხადონ,ან სხვა კარგ მცველში.