ერთ-ერთი პოზიცია, რომელიც მომავალი სეზონისთვის “ბარსელონაში” ჯერ კიდევ გაურკვეველია, დაცვის მარჯვენა ფლანგია.
კატალონიელებს იმედი აქვთ, რომ სესარ ასპილიკუეტას დაიმატებენ და სერჟინიო დესტს სარფიანად გაყიდიან. გუნდში ერთი წლით რჩება სერჟი რობერტო და სავარაუდოდ დანი ალვესიც. თუმცა ყველა ხვდება, რომ ეს გადაწყვეტილებები მოკლევადიან პერსპექტივებზეა გათვლილი.
Sport-ის ცნობით “ბარსელონამ” დაცვის მარჯვენა ფლანგის პრობლემის გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვარების გზას დონეცკის “შახტარში” მიაგნო. “ბლაუგრანა” 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით, დოდოთი დაინტერესდა. კატალონიელები მასში მომავალ დანი ალვესს ხედავენ.
დოდოს უკრაინის დატოვება სურს, რისი მიზეზიც ქვეყანაში ოკუპანტის შეჭრაა. ბრაზილიელს სჯერა, რომ ის კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმისთვის მზადაა.
“ბარსელონა” დოდოსთვის ბრძოლაში მარტო არაა. სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს ბოლო თვეების განმავლობაში “ბაიერნი”, “რეალი”, “ფიორენტინა” და “ტოტენჰემი” აკვირდებოდნენ.
დოდო “შახტარში” 2019 წლიდან თამაშობს. უკრაინული გუნდის მაისურით გამართულ 97 მატჩში მან თავი 5 გოლითა და 17 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ესეთი მაგარი რომ იყოს ტიტე ნაკრებში ამას იხმობდა და არა ალვეშს, დანილოს, ემერსონს ან მარკინიოსს კი არ გადაწევდა მარჯვნივ გაჭირვების ჟამს
ერთი დუგლასი იყო ახალი დანი ალვეში და მეორე ეს იქნება
თუ სიახლე წაიკითხე ნახავდი რომ მისით არაერთი გრანდი ინტერესდება, შეიძლება ახალი დანი ალვეში არ არის, მაგრამ აშკარად კარგი ასაკი,სტატისტიკა და ეროვნება აქვს, ამიტომ ვფიქრობ მთლად დესტივით ცუდი არ იქნება
დანი ალვესი არ ვიცი , დოდოა რაა.
ახალი ალვეში არ ვიცი მარა მაგ დოდოსგან დოდო ღლე არ შეგვრჩეს ბოლოს ხელში
,,ახალი დანი ალვესი"-მეხუთე სერია
კაი ბიჭია მე ბევრი თამაში მაქვს ნანახი ,ჩავის ხელში განვითარდება მაგრად.
ეს ძაან კაი ბიჭია გაასწორებს თუ მოიყვანენ
იაფი თუ დაჯდა მოიყვანონ
არ ჩანს ცუდი ბიჭი და დაჩალიჩდნენ, ბრაზილიელია იქნებ გაამართლოს
ეს დოდო კარგად მახსოვს შახტარის თამაშებიდან, მაგარი ჟილკიანია. მშვენიერი იქნება ასეთი ახალგაზრდა, მე უფრო ასაკოვანი მეგონა ამდენი ხანია დონეცკშია.
კარგი ბიჭია და იმედია სერიოზულადაა საქმე