რობერტ ლევანდოვსკიმ SportBild-თან “ბაიერნის” დატოვების სურვილზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ყოველთვის ვცდილობდი, “ბაიერნისთვის” მაქსიმუმი გამეკეთებინა, რათა გუნდისა და ქომაგების მოლოდინები გამემართლებინა. კლუბის ქომაგებს ვაფასებ, ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.
ჩემს სიტუაციასთან დაკავშირებით გულწრფელი რომ არ ვიყო, ვიგრძნობდი, რომ ფანების მიმართ სამართლიანი არ ვიქნებოდი. ვიცი, რომ დღეს ბევრი ემოციაა, მაგრამ ვიმედოვნებ, გულშემატკივრები გამიგებენ.
ეგოისტი ადამიანი არ ვარ. ვიცი, რა მქონდა “ბაიერნში” და ამას ძალიან ვაფასებ. ასევე ვიცი, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი, რათა კლუბისა და გულშემატკივრებისთვის იმედი არ გამეცრუებინა.
ვგრძნობ, რომ ჩემს კარიერაში ახალი ეტაპის დროა.
“ბაიერნსა” და მის წესებს პატივს ვცემ, მაგრამ ცვლილება, განსაკუთრებით ასეთი პერიოდის შემდეგ, კლუბისა და ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია.
იმედია, ეგოისტურად არ გამომივა. მე კონტრაქტი მაქვს, მაგრამ ვცადე, კლუბისთვის მკაფიოდ განმემარტა, თუ რას ვგრძნობ.
მე კლუბს ვაცნობე და საჯაროდ განვაცხადე, რომ გადავწყვიტე, კონტრაქტი არ გავახანგრძლივო. ამიტომ, მოდი “ბაიერნში” ჩემი მომავლის შესახებ აღარ ვისაუბროთ. მინდოდა, სპეკულაციები დამესრულებინა.
ვაპირებ თუ არ ზაფხულში კლუბის დატოვებას? არ ვიცი, მე კონტრაქტით ერთი წელი დამრჩა, ამიტომ “ბაიერნს” გაშვების ნებართვა ვთხოვე. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ეს საუკეთესო გამოსავალია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ კლუბს ჩემ სანაცვლოდ თანხის მიღება კვლავ შეუძლია.
ვისურვებდი, სხვა კლუბში რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი გამოწვევა მივიღო. ეს ჩემი სურვილია.
თავიდანვე ვთქვი, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი უნდა მოგვეძებნა. “ბაიერნი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, ოცნების გუნდი ბევრი დიდი ფეხბურთელისთვის.
ვფიქრობ, უმჯობესია, “ბაიერნმა” იმ ფულის ინვესტირება მოახდინონ, რასაც ჩემ სანაცვლოდ მიიღებენ, ვიდრე მე კონტრაქტის ბოლომდე შემინარჩუნონ. არ მინდა, ვინმე ვაიძულო, მე საუკეთესო გამოსავლის მოძებნაზე ვსაუბრობ.
განცხადებები “ბაიერნის” წარმომადგენლებისგან? ამაზე რაიმეს თქმა არ მინდა, რადგან ძალიან ბევრი ითქმება და იწერება. გარკვეული განცხადებები ხშირად დამახინჯებული ან გაზვიადებულია.
მინდა, ეს დასრულდეს. ემოციები უნდა ჩაცხრეს, მინდა მშვიდად ვისაუბრო. ვიცი, რომ კონფლიქტი ბევრ სათაურს წარმოშობს, მაგრამ მე და “ბაიერნი” მტრები არ ვართ.
გასულ კვირას [პოლონურ მედიაში] ხანგრძლივი პოდკასტი ჩავწერეთ. ჩვენ საათნახევარი ვისაუბრეთ, რამდენიმე წუთი ფეხბურთსაც დავუთმეთ. სწორედ ეს ვიგულისხმე დამახინჯებაში.
ეს კლუბი და ეს ქალაქი ჩემს სახლად იქცნენ. აქ, წლების განმავლობაში, ძალიან ბედნიერი ვარ. მოედანსა თუ მის მიღმა ბევრ დიდებულ ადამიანს შევხვდი. მაგრამ წასვლა ფეხბურთის ნაწილია. ვგრძნობ, რომ მენტალური ცვლილება მჭირდება, ამის თქმა სამართლიანია. ჩემი აზრი ესაა.
სიტუაციის გამწვავება არ მსურს. მედია სამყარო და ნამდვილი საფეხბურთო სამყარო – ორი განსხვავებული რამაა.
მედიაში, საჯაროდ, ხშირად ჭორებს ვხვდებით. ნამდვილ საფეხბურთო სამყაროში კი სატრანსფერო ფანჯრის დროს დუმილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ არ მსურს, ცეცხლზე ნავთი დავასხა. “ბაიერნს” ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ეჭვი არ მეპარება, ხელმძღვანელობაც იმავეს ფიქრობს. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შეთანხმებას მივაღწევთ.




მოკლედ გატანჯეს კაცი, ან გაუშვან ან დაიტოვონ ოღონდ ამოიღონ ხმა და უთხრან გვჭირდები დარჩი, კონტრაქტს გაგიგრძელებთ, მაგრამ არა. უნდა გაამწარონ გერმანულად: იქ რა უნდა მოიგოს, და ბარსა რა გუნდია, აქ ყველაფერი მოიგო. რა თემებზე საუბრობენ, კაცი პატივისცემას ითხოვს და ესენი კიდევ ცდილობენ დაამცირონ.
რა შუაშია ხალხო მონათ უნდათ. რამდენს უხდის ბარსა 30-40მილიონს? მაგ ფასად ვინ მოუვათ ამაზე კაი თან მათთან შეთამაშებულია 1წელი კიდე გამოიყენებენ საკაიფოდ. რა არა აქვთ უფლება რო არ გაუშვან. ბაიერნზე ზრუნავს თურმე ბიჭი ჩემში აღებული ფულიო. მაიტა აბა ჩამოწერეთ ამაში აღებული ფულით ვინ მოუვა ბაიერნს. რათქმაუნდა კარგი დეპაი და ბრეიტები არა. ბარემ ბარსამ ის იყიდოს რაღა ეს გადაღძუებული
rivaldo80,
კი ეგრე იქნება,კიმიხი მთელს ბარსას გუნდა ჯობია ერთად აღებულს :დ დევისზე ერნანდესზე პავარზე მანეზე სანეზე გორეცკაზე მუსიალაზე და ესეთებზე აღარ ვსაუბრობ,რეალს რაც შეეხება გუშინ ჩუამენი იყიდეს,იმათი სებალიოსი მთელს ბარსას ნახევარ დაცვას ჯობს :დ 90 წუთზე გამოყავთ ხოლმე :დ ჩუამენი კამავინგა და ესეთები სკამზე ეყოლებათ და შენ ამბობ ჩამოიშლებაო,ჩამოშლილი ბარსა არი თავისუფალ აგენტებს რო დასდევს,თავიდანვე ვიძახდი ლაპორტა არუნდა მოეთრიათ,რაც შეეხება ტრანსფერებს,ლევანას ტრანსფერი არი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,ეგ კაცი ლა ლიგაში მინიმუმ 30 გოლამდე ავა,იმ ორ წლიან მაზილას ოქროს ბურთი რო ეკუთვნის ვითომ ისევ დააბრუნებს თავის ადგილას,ბიზონის ამ ორ წლიან საუკეთესო სეზონს ლევის ყველაზე ცუდი სეზონიც კი ჯობია :დ დიმარიას რაც შეეხება იდეალური იქნება,თან რეალზე არი გამწარებული თან უდიდესი კლასის მოთამაშეა და ეგ კაცი დიდ თამაშებში ყოველთვის ჩანს,პლიუს ჟილკიანია,დაცვას რაც შეეხება თუ კულიბალის დავითრევთ ლა ლიგაში ვიბრძოლებთ ბოლომდე,იმის ფონზე რო ანჩელოტის ძლიერი მხარე შიდა ჩემპიონატები არარი
ამას გნაბრიც მოაყოლონ და გაასწორებს
ისე ვერ გვიტანენ ალბათ იციან ბარსაში რომ უნდა და ჯინაზე არ იზამენ მაგას.დღემდე ვერ ამოვხსენი რატო გვერჩიან ერთადერთი გუნდია რომელიც სულ გვიგებს თან მწარედ.ნუ პრინციპში ეგენი ვერც რეალს ვერ იტანენ😂😂 დიდი ხნით დაყვინთავს შვაინების გუნდი ბარსაზე არაფრით ზევით არ დგას.და იმედია რეალიც მალე კროსი მოდრიჩის ბენზემას მერე ჩამოიშლება თან საშინლად.😂💩
ტკბილი სიტყვა არ ესმით, ლანძღვა არ ესმით, ასეთი უთავმოყვარეოები ვინ ყავთ მმართველობაში არ ვიცი. ნამუსიც კაი საქონელია, <<ცენზურის დარღვევა>> ობაც აღარაა ეს უკვე, მონად უნდათ ფეხბურთელი.
სულით კულეა უკვე ეს კაცი
მოვა ლევანა,მოვა დიმკაც თანაც უფასოდ და რაფინია თუ არ მოიყვანეს აბდე დაწინაურდება დიდი ალბათობით.დროზე გაყიდონ ბარსა სტუდიო და რაღაცეები,რომ მცველი მოიყვანონ კიდე კულიბალი გაასწორებდა.
უფასოდ დაიმატეს უფასოდ 2014 წელს და 8 წელი ამდენი გააკეთა ბაიერნისთვის უფასოდ მისულმა ფეხბურთელმა და ელემენტარული პატივი რო სცენ და გაუშვან ერთი 20 მილიონად რა მოუვათ, მანესაც იმატებენ და ერთ ფორვარდსაც იშოვიან, მაგარი ცუდად ექცევიან ლევანას