“ბარსელონას” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე, რობერტ ლევანდოვსკი საჯაროდ კიდევ ერთხელ საუბრობს.
“ბაიერნში” 7-წლიანი ასპარეზობისა და ყველაფრის გაღების შემდეგ, წასვლა მსურს. ჩემში რაღაც მოკვდა, რის გამოც ცხოვრებაში მეტი ემოციების მიღება მინდა. ტრანსფერი ორივე მხარისთვის საუკეთესო ვარიანტია.
მხოლოდ “ბარსელონას” შემოთავაზებას განვიხილავ.
ვინ ისურვებს “ბაიერნში” მისვლას, თუ ეცოდინება, რომ კლუბს ვერ დატოვებს? სად არის ერთგულება და პატივისცემა? ყოველთვის მზად ვიყავი, თამაში ყოველთვის მსურდა, მაშინაც კი, როცა ტრავმა მქონდა.
ესპანეთში სახლი უკვე მაქვს და, შეძლებისდაგვარად, ესპანურად საუბარიც დავიწყე.
რატომ ვრცელდება ინფორმაცია მხოლოდ ერთ კლუბზე? იმიტომ, რომ სხვები არ მაინტერესებს.
საქმეებს პინი ზაჰავი აგვარებს. როცა მის კონტაქტებს უყურებ, ხვდები, სამუშაოს როგორ შთამბეჭდავად ასრულებს. პინი ყურადღებას არ აქცევს, მასზე რას ლაპარაკობენ.
– ციტირებს პოლონელი თავდამსხმელის სიტყვებს Onet Sport.
უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ “ბარსა” ლევანდოვსკის შესაძენად ყველაფერს აკეთებს, თუმცა, გერმანელები ფეხბურთელის გაშვებაზე უარს აცხადებენ და “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პირველი შეთავაზებისთვისაც (32 მილიონ ევროს + 5 მილიონი ბონუსები) არ უპასუხიათ.
გავრცელებული ცნობებით, თუ “რეკორდმაისტერი” პოზიციას არ შეიცვლის, შესაძლოა, რობერტმა “ბლაუგრანაში” ტრანსფერისთვის ფიფას წესი გამოიყენოს და კატალონიაში 24 მილიონად გადმობარგდეს.
როგორც Sport1 იტყობინება, 33 წლის მოთამაშე პრესეზონის “ბაიერნთან” ერთად დაწყებასა და ვარჯიშებზე მისვლას არ აპირებს.
ლევანდოვსკის ასეთი ძალისხმევა, თანაც საჯაროდ, ნამდვილად დასაფასებელია, რასაც ფეხბურთელის აგენტიც ემატება. როგორც ჩანს, ეს საგა კიდევ დიდხანს გაგრძელდება – “ბარსელონა” არ დანებდება, გერმანული კლუბი კი პოლონელის შემცვლელის ძიებას განაგრძობს.




ბებერო შენ აუცილებლად უნდა დაადო ბაიერნს როორც იქცევიან იმსახურებენ არავინ გაგამტყუნებს.
რა ჯიგარია ნახე, პრინციპული
მე მგონი მიხვდა ეს კაცი რო მარტო გერმანიის ჩემპიონობაც დიდი არაფერია, ყელში ამოუვიდა უკვე, რაც მივიდა დორტმუნდიდან სულ ჩემპიონია. ხედავს რო ბარსელონელები ან მადრიდელები კრიფავენ ოქროს ბურთებს ძირითადად იმიტომ რომ საფრანგეთივით და გერმანიასავით ერთი გუნდის ჩემპიონატი არ არის ლა ლიგა. ამიტომ თუ ლეოს 30 ბურთზე მისცესო შარშან ოქროს ბურთი და წელს ბენზემას 27 ბურთზე ხდება პიჩიჩის მფლობელიც და ოქროს ბურთისაცო მე რაღა დავაშავეო ორი მშვენიერი სეზონი დააკარგინეს, და ეხლა აპირებს ეტყობა ახალ მიზნებთან შებრძოლებას. ლა ლიგაში რო ბენზემას აჯობებს ცხადია და ეგება ევროპაზეც გაიქაჩონო ჩვენზე ფიქრობს. ეგეც ერთი ოცნების ასრულების გზა. ოღონდ ითამაშებს ნეტავ ისევ იმ დონეზე რასაც ბოლო სეზონები აჩვენებდა ეგაა საკითხავი.
არ გაუშვებს ბაიერნი და თავიანთ რეპუტაციაზე დაარტყავს და აღარც მოუნდებათ ფეხბურთელებს მაგათთან მისვლა და მითუმეტეს ხანგრძლივი კონტრაქტები, 34 წლის ფეხბურთელს რო დააბავ რომელიც ლეგენდაა ფაქტიურად სხვას რაღას უზავ, ისევ ბაიერნისთვის იმოქმედებს ცუდად თუ ტრანსფერი არ გამოვა, ჯერ ხო უფასოდ მოუწევთ გაშვება და მერე შემდეგ სეზონში დაიკიდებს ვაბშე ლევანა მაგათ და არც ნორმალურად ითამაშებს :დ და ცალკე რეპუტაციაც შეელახებათ ასე რომ გერმანელო იდიოტებო ჭკუას მოუხმოთ ჯობია :დდ
ლევანდოვსკიც ცუდი ტიპი გამოყავთ ფანების თვალში რა უნამუსო სასტავია :დ თუ გაუშვეს იტყვიან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთო და ლევანას გაალანძღინებენ დებილ ფანებს :დ
ვაი ბარსამ თუ ვერ დაგიმატა და ბაიერნთანაც ჩაიჯვი საქმეში რას დაგცინებ შე სიბერეში აცანცარებულო
მაქსიმალურად ზუსტი თარგმანია. ბარსელონამაც ეგრე არ გაუშვა მესი და შემდეგ წელს მესის წასვლა აღარც უნდოდა, გააჩნია ბარსელონა იყიდის თუა რა შემცხვლელს თუ ლევანდოვსკის ვერ დაიმატებენ წელს. 2014 წელს უფასოდ გადავიდა ბაიერნში, მემგონი არ უნდა მოექცნენ ეგრე , მაგრამ სადაც ბარსელონამ მესი არ გაუშვა 2020 ზაფხულში არაფერი გამიკვირდება. ისრა დაგვრჩენია დაველოდოთ პირველ სექტემბერს
ლევანას ბაიერნზე აკრეფილი აქვს. დიდი ხანია წასვლა უნდა. წინა წლებში უმტავრესად რეალი იყო. მაგრამ ბაირნმა არ გაუშვა. ეხლა როცა ასაკში შედის და კონტრაქტი ეწურება იმ ხანგრძლივობისას არ აძლევს ბაიერნი რაც ფეხბურთელს უნდა. მოკლედ უპატივცემულო დამოკიდებულებას გრძნობს და მაგიტომ აღარ უნდა გაჩერება
კონტრაქტი არა ¥₾€ კიდე, ნუწუხარ მეგობარო მაინც მოვა ლევანა და პირჩი ჩაუკიდებს მადრიდს 😀 ბატონყმობაზეც თანახმა ხარ ოღონ ბარსამ წინ არ წაიწიოს, რა კონტრაქტზე საუბრობ საერთო იცი ძმაო რა პირობები დევს მაგ კონტრაქტში? ფიფას წესი არაფერია? ეგ წესი სწორედ მაგისთვისაა რომ ვინმემ არ ჩათვალოს ფეხბურთელი მონად. აღარუნდა იქ თამაში და პატივი უნდა სცეენ..
და რას უზავენ, მაქსიმუმ არ ათამაშონ ის ერთი წელი, იმ რაღაც ფიფას წესსზეც დაიწერა, გამოიყენებენ მაგას და ეგ იქნება, მოიყვანენ ბევრად ნაკლებად, შვაინებს თავისი შვაინობა შერჩებათ სხვ არაფერი. ფაქტია რო რაღაც მოხდა და განაწყენებულია კლუბზე ეს კაცი
ბაიერნი მართლა ცუდად იქცევა და ლევანაც კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ამბობს პირდაპირ რომ წასვლა უნდა და ამისი სრული უფლებაც აქვს, იმედია მომავალ წელს ვარსას მაისურით ბომბარდირი გახდება❤
საღოლ ძმაო რა, ეს ყოფილა კაცი, აბა სხვებს კიარ ჰგავს, თან წასვლაზე რომ ანიშნებენ და თან ხელფასის მომატებას რომ ითხოვენ.
მაგარი კაცია ლევა ბარსას ახლა ძაან სჭირდება თან ისეთ ასაკშია რო ბევრ რაღაცას შემატებს ახალგაზებს და ძაან კაი იქნება ანსუ ლევა და იქეთ არვიცი დემბელე თუ რადჩა ეგ რაა დაგლიჯავენ
ბაიერნმა კიდე მაგ სირებმა უფასოდ დაიმატეს თავის დროზე და ახლა კეთილი ინებონ და გაუშვან იმ ფასად რასაც სთავაზობენ
მოდი ხიშნიკოოო.მანეში 25 ლიმონი შესთავაზა ლივერპულს ბაიერნმა და დაბოლკესო რომანომ დაწერა,თუ ჯერ არ უპასუხიათო ზუსტად არ მახსოვს.
აქ რაც წერია თუ შეცდომით არაა რამე ნათარგმნი, ან თუ იმ გამოცემას არ აქვს რამე უშნოდ ჩამატებული, ლევანაზე კერკეტი, უტეხი დღეს მემგონი არავინ იქნება. არ მახსენდება ვინმეს ასე საჯაროდ ეთქვას ყველაფერი რასაც ფიქრობს. ყელშია ზოგადად დაზეპირებული ფრაზებით ლაპარაკი, აი მე კლუბს პატივს ვცემ, კონტრაქტი მაქ და უცებ სხვაგან ამოყოფენ თავს, აჰა კაცი თქვა ჯიგრულად აღარ მინდა თქვენი ბუნდესლიგა მაგას U12 გუნდითაც იგებთ თქვენო😃 პატივისცემა არც იციან ამ ხეპრეებმა და ნუღარც ჩემგან ელიანო😂
რატო მეგონა ყოველთვის ეს კაცი მადრიდისტა არ ვიცი.დ მიდი შემოგევლე ყველაფერი კარგად იქნება წელს თუ არა მომავალ წელს მაინც ხო გადმოხვალ.დ
მშვენიერია
აი კაცი!!!! არ იქცევა ზოგ-ზოგიერთებივით და სათქმელს პირდაპირ ამბობს. თავში ავარდნილმა ახალგაზრდებმა უნდა აიღონ მაგალითი ლევანასგან
მიანიშნა დათანხმდით თორე დაგე..რევათო😁ამას დიმკაც მიუმატეთ 2 წლით კულიბალთან ერთად და გამოვა რამე
Culerdowski 🔵🔴
ძაალიიან სერიოზულად ყოფილა საქმე