ჩავი ერნანდესი აპირებს, მომდევნო სეზონში გუნდის ვეტერანებს, ჟერარ პიკეს, სერხიო ბუსკეტსსა და ჟორდი ალბას ნაკლები სათამაშო დრო მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ AS-ის ჟურნალისტი ლუის მასკანო ავრცელებს.
“ბარსას” მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ გასულ სეზონში ფიქრობდა, რომ ვეტერანებს არსებული დატვირთვით თამაში და კვირაში ზედიზედ 2 შეხვედრის ჩატარება არ შეუძლიათ. თუმცა მას ალტერნატივა არ ჰქონია – პიკე, ბუსკეტსი და ალბა გუნდისთვის შეუცვლელი წევრები იყვნენ.
მომდევნო სეზონისთვის ამ სამეულს შემცვლელები ეყოლება და ჩავი გეგმავს, ამით ისარგებლოს. გარდა იმისა, რომ ვეტერანების ფიზიკური მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, დროა, გუნდმა მათ გარეშე თამაში ისწავლოს. ამით კი ერიკ გარსია, ანდრეას კრისტენსენი, ფრანკ კესიე და სავარაუდოდ მარკოს ალონსო იხეირებენ.
ტყუილად კი არ ქვია ამ კაცს მაესტრო
ძალიან კარგი, აბა მესი იყო ბებერი და პიკეა ახალგაზრდა?
ინიესტა ადგა და წავიდა როცა მიხვდა რო ბარსელონას სხვა ფიზიკური მზაობა სჭირდებოდა, რომელია აქედან ინიესტაზე მეტი? თან ხელფასის დაკლებაც რო არ უნდათ… მართალი ხარ მაესტრო, მცირე დრო რაც შეილება ამათ…
ისეთი შემცვლელები მაინც იყოს ან მოყავდეთ რომ გუნდს არ დაეტყოს, მე არც კესის არც კრისტენსენის და მითუმეტეს არც ალონსოს არ მჯერა, არ დაიწყოთ მილანში და ჩელსიში რას აკეთებდნენ ლალიგა და ბარსა სულ სხვა დონე და სხვა ფილოსოფიაა ასე რომ გამიხარდება თუ ლამასიელები იქნებიან ძირითადში და მეტი დრო მიეცემათ.
თავის დროზე ხავი დაჯდა სკამზე როცა სიბერისკენ წავიდა და ესენი ვინ არიან სულ ძირითადში რომ იდგენენ. რეალსაც კი ჰყავს ბებრები, მარა ისინი მაგარ ფორმაში არიან, ესენი კიდე კუს ნაბიჯებით დადიან.
ფრენკიც წავა ალბათ.. კესი სკამის სახეხად, რომ არ მოდის ეგ ფაქტია, ხშირად ითამაშებს ბუსკეტსიც, რათქმაუნდა გავი და პედრი მიიღებენ დიდ სათამაშო დროს, ასევე დიდი ალბათობით პაბლო ტორეც დაწინაურდება და ეგ იქნება ჩვენი ნახევარდაცვა
31 წლის ალონსოს ვეტერანი ალბა მირჩევნია ასი თავით
და ალონსო არაა რომ ვეტერანი? თუ 2 ვეტერანი უდრის 1 კარგ ასაკში მყოფს?
ალონსო კი არა ბალდეს მიეცი სათამაშო დრო , ეგ ალონსო ვეტერანებზე უარესია , სისწრაფე საერთოდ აღარ აქვს , ბალდე განავითარე მეტად და დასვავს ორივეს სკამზე ერთ წელში .
ფრენკი უნდა დააყენოს საყრდენზე დროა