ზაფხულის ერთ მზიან დღეს, როდესაც ნაბახუსევზე მყოფი ჰამაკში ვიწექი, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა ჩავიდინე კარგი და ცუდი ჩემს მიერ განვლილ 12 წლის განმავლობაში… დღესაც არ ვიცი, რატომ დავფიქრდი ამ ყველაფერზე, მაგრამ, ალბათ მართალია, რომ ნასვამი კაცი სხვანაირად აზროვნებს. როგორც ბარსამანიის მამრობითი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობა, მეც წინა დღის ნაქეიფარი ვიყავი… აბა ეს ფაქტი ვის გაუკვირდება? იმ დღეს ხომ მართლმადიდებელთა უდიდესი დღესასწაული, მარიამობა იყო! საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივედი, რომ ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე კარგი რაც გავაკეთე არის ის, რომ მე “კულე” ვარ და არა “მადრიდისტა”!
არადა ამას ჩემზე ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა, მე ხომ მადრიდელთა ლეგენდის, რაულ გონსალეს ბლანკოს თავგამოდებული “ფანი” ვიყავი… მიუხედავად ამისა, იმ დროსაც კი ჩემი სიმპათიები არ იხრებოდა “რეალისკენ”. მე მაშინაც კი “ბარსა” მომწონდა, მაგრამ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი სწორედ, რაული იყო! რაული, რომელიც მადრიდელებმა არ დააფასეს და “შალკე 04″–ში გაყიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მე “ბარსას” ფანი ვარ, პატივს ვცემ “რეალის” რამდენიმე ფეხბურთელს…ასევე ვაღიარებ, რომ “რეალი” ანგარიშგასაწევი და კონკურენტუნარიანი კლუბია, რომელსაც ძალზედ დიდი და კაშკაშა ისტორია აქვს.. ამასთან ერთად ვაღიარებ, რომ კრიშტიანუ რონალდუ არის უძლიერესი ფეხბურთელი, რომელიც ცდილობს იყოს საუკეთესო, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის.. კრიშტიანუს თავს ზევით კი მესია… ორივეს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაშიც ალბათ დამეთანხმებით, მაგრამ ლეო საუკეთესოა, თუნდაც იმიტომ, რომ “დიდ გუნდებთან” უკეთესად თამაშობს. გამოვიყენებ ფრაზას, რომელიც ერთ–ერთ უცხოურ ვებ–გვერდზე დაიწერა: “…არის მომენტები, როდესაც თუ ლეო მესი საკუთარ თავზე თამაშს ვერ იღებს, “ბარსას” უჭირს მოგება.”
სტატიის თემიდან ძალიან გადავუხვიე.. ასე, რომ დავანებებ თავს მესისა და რონალდუს…
“ბარსასთან” ერთად ყველას ბევრი მწუხარება და სიხარული გვაქვს გამოვლილი… ზოგი სულ ახლახან გახდა გულშემატკივარი, ზოგი კი უკვე “სტაჟიანია”..
მე ვთვლი, რომ ყველა კატალონიის “ბარსელონას” შემადგენელი ნაწილი ვართ! ზოგი იტყვის ალბათ ამ ბიჭმა სულ გააფრინაო, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს… საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყნაში აზრის თავისუფლება არსებობს. ასე, რომ მე ჩემს აზრზე ვრჩები: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორს ვართ კატალონიიდან და არ შეგვიძლია თუნდაც ის, რომ ყოველ მატჩზე ჩვენი ბიჭები შეძახილებით გავამხნევოთ, მე, ანუ გიორგი ადამიას მიმაჩნია, რომ ჩვენ “ბარსას” შემადგენელი ნაწილი ვართ! ჩვენ, სწორედ ქართველი “კულეები” ვაძლიერებთ “ბლაუგრანას”, ხოლო ისინი კი ჩვენ გვაძლიერებენ და უკვე სამი წელი ზედიზედ მშვენიერ საჩუქრებსაც გვიძღვნიან, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება!
დარწმუნებული ვარ, თითოეულს ერთი “რეალის” ფანი გულშემატკივარი მეგობარი მაინც გეყოლებათ..არც მე ვარ გამონაკლისი.. ამიტომაც არ მესმის რატომ ვუწოდებთ მათ “ბინძურებს”, “ნაძირლებს” და ა.შ. ჩვენ პირველ რიგში ქართველები ვართ!
ასე, რომ ეს პატარა სტატია მინდა ასე დავასრულო:
ვამაყობ, რომ “კულე” ვარ და არა “მადრიდისტა” ! ! !




