არგენტინა ფინალისიმას გამარჯვებულია – ლეო მესის მეორე ტიტული ნაკრებში

არგენტინა ფინალისიმას გამარჯვებულია – ლეო მესის მეორე ტიტული ნაკრებში

ცოტა ხნის წინ დასრულდა ფინალისიმაზე არგენტინიასა და იტალიას შორის გამართული შეხვედრა, რომელშიც “ალბისელესტემ” 3-0 იმარჯვა.

შედეგად, “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ სანაკრებო დონეზე მეორე ტიტული მოიგო.

მატჩის ანგარიში 28-ე წუთზე, ლეო მესის შესანიშნავი თამაშისა და პასის შემდეგ, ლაუტარო მარტინესმა გახსნა, ტაიმის მოწურულს კი ამ უკანასკნელის ასისტით სხვაობა ორამდე ანხელ დი მარიამ გაზარდა. ლიონელ სკალონის გუნდმა მე-3 გოლის გატანა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო: 94-ე წუთზე, “ლა პულგას” გადაცემით პაულო დიბალამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3-0.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დასახელდა. 

აღნიშნული თასი, რომელზეც ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულები უპირისპირდებიან, ისტორიაში სულ მესამედ გათამაშდა. ეს ტურნირი 1985 წელს, არტემიო ფრანკის სახელით დაარსდა და პირველ გათამაშებაში საფრანგეთმა ურუგვაის 3-0 სძლია. ამის შემდეგ, 1993 წელს ხსენებული თასისთვის ერთმანეთს არგენტინა და დანია დაუპირისპირდნენ და სამხრეთ ამერიკელებმა 2-1 მოიგეს. დღეს კი “ალბისელესტემ” ფინალისიმა მეორედ დაისაკუთრა.

რაც შეეხება ლეო მესის – როგორც ვახსენეთ, ეს ტიტული ლეგენდარული არგენტინელისთვის ნაკრებში მეორეა. პირველი თასს იგი გასულ წელს, “მარაკანაზე”, კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიის დამარცხებით დაეუფლა.

ცნობისთვის, ფინალისიმა ოფიციალური ტურნირია, რომელიც UEFA-სა და CONMEBOL-ის მეშვეობით იმართება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (15)

  • nika 54
    02 ივნ 2022, 15:28

    აი ლეოს რო აბურთავებდნენ, დიქტორი ამბობდა, საერთოდ მთავარ მწვრთნელს აბურთავებენ ხოლმეო, მაგრამ ესენი ისე მონდომებით და მაღლა ისვრიან, ეტყობა იმ პლანეტისკენ უშვებენ საიდანაც ჩამოფრინდაო.

  • NEYBarca
    02 ივნ 2022, 12:32

    მთავარი თასი შემოდგომაზე აქ მოსაგები 😏

  • Albicelecte
    02 ივნ 2022, 10:41

    ალბათ გასამდება შემოდგომაზე barca-5

  • Moriba
    02 ივნ 2022, 10:00

    დი მარია იქნება მოიყვანონ 1 2 სეზონით მაინც აი რაც შეეხება რომეროს ეგ მცველი როგორ დავკარგეთ არვიცი რა იმენა უმხეცესია რასაც ქვია

  • Barca1980
    02 ივნ 2022, 09:31

    ციტატა: La Pulga10
    ეხლა ვინმე არ გამოხტეს და თქვას ბარსაბ ფეხბურთელი არაა და რატომ დებთ ამაზე ნიუსებსო,თორე შეიძლება გავგიჟდე

    ის ვინც მესიზე ინფოს დადებას აპროტესტებს საიტზე , არც ბარსელონას გულშემატკივარია არც მესის და არც ფეხბურთის , რადგან არავის ფეხბრთის ისტორიაში იმდენი არ გაუკეთებია კლუბისათვის რაც მესიმ და ჩემთვის მესი ყოველთვის ბარსელონასთან ასოციდება , არა აქვს მნიშვნელობა საერთოდ სად ითამაშებს . ბარსელონა მესიმდე და მესისთან ერთად , საერთოდ სხვა სიმაღლეზე ავიდა და იმედია დაბრუნდება აუცილებლად .

  • La Pulga10
    02 ივნ 2022, 06:59

    ეხლა ვინმე არ გამოხტეს და თქვას ბარსაბ ფეხბურთელი არაა და რატომ დებთ ამაზე ნიუსებსო,თორე შეიძლება გავგიჟდე

  • Kaifarik02
    02 ივნ 2022, 03:32

    რა კაცი გაუშვეს ბლიად. სუა გაუშვეს და ლალიგა ვერ მოვიგეთ ესეც გაუშვეს და რამხელა სხვაობით წავაგეთ ქულებში რეალთან

  • გიორგი ჩანგელია
    02 ივნ 2022, 02:57

    ციტატა: Iniesta_8
    ოფიციალური ტიტულია? თუ ამხანაგური.


    ოფიციალურია, UEFA-მ და CONMEBOL-მა ჩაატარეს ერთად.

  • Iniesta_8
    02 ივნ 2022, 02:53

    ოფიციალური ტიტულია? თუ ამხანაგური.

  • Giorgi876678
    02 ივნ 2022, 02:29

    Sagol mgelo msoplioc dade da tavaweuli shexedav peleebs da maradonebs da aseshemdeg . Ise mament am dimarias upasod moyvana gunds ar waadgebao ambobdnen aq da kide gavimeoreb dimaria rapiniebs kiara piradad me sterlingebs jezusebs nu chven obameiangs ferran toress da mageebze laparakic agar maq jobia asi tavit su ro 300 wlis iyos

  • El pistolero 9
    02 ივნ 2022, 01:55

    ინდივიდუალურად ძაან მაგარი მატჩი ჰქონდა მესის. ლაუტარომ რასაც ქვია აწამა იტალიის დაცვა, დი მარიაც ძალიან კლასნი იყო. დანარჩენებმა ყველაფერი დადეს, კრისტიან რომერო უმაგრესი მცველია და არ უნდა გაგვეშვა ხელიდან თავის დროზე.

  • C.PC5
    02 ივნ 2022, 01:42

    კარგია არგენტინა და იმედია მიაღწევენ დასახულ მიზანს ❤️🏆🥇

  • Alien messi
    02 ივნ 2022, 01:24

    ეს ორი ნოემბერში მესამე დაიდოსს ლეო 😈

  • Hyperion
    02 ივნ 2022, 01:22

    ფერმერების თასი ყოფილა კოპა :დ

  • KING_BARCA
    02 ივნ 2022, 01:22

    ვულოცავ არგენტინას, და ყველა გულშემატკივარს, ლეომ აჩვენა ჯერ კიდევ მეფე მეფობს…❤️🇦🇷