“ლიდს იუნაიტედის” შემტევის, რაფინიას “ბარსელონაში” გადმოსვლის შანსები შემცირდა.
Relevo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელის ტრანსფერი გამორიცხული არაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინგლისურმა გუნდმა ფეხბურთელში 55 მილიონ ევროს პლუს ბონუსები მოითხოვა, შეთანხმების მიღწევა გართულდა.
ამჟამად რაფინიას შეძენის უფრო დიდი შესაძლებლობა პრემიერლიგურ კლუბებს აქვთ, რადგან მათ ფინანსურად არ უჭირთ.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის “ბარსელონა” 25 წლის მოთამაშის ტრანსფერს პრიორიტეტად არ/ვერ მიიჩნევს და ახლა მთლიანად რობერტ ლევანდოვსკიზეა გადართული.
როგორც იცით, იმ შემთხვევაში, თუ “ლიდსი” ინგლისის უმაღლესი ლიგიდან გავარდებოდა, რაფინიას გამოსყიდვა 25 მილიონად იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა, ჯესი მარშის გუნდი გადარჩა და, ბრაზილიელის კონტრაქტში აღნიშნული პუნქტი გაუქმდა.
განახლება: ხავი მიგელის თქმით, მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად, რაფინია კვლავ “ბარსას” მთავარი სამიზნეა. “ლიდსთან” მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ კატალონიური კლუბი ბრაზილიელს ენდობა და სჯერა, რომ დეკუს ჩარევით მის გაფორმებას შეძლებს.
დაიწყო? რაფინიაც აღარ. მანამდე ჰოლანდიც ვეღარ. აბა ვინ მოვა დი მარია? თუმცა შეიძლება დი მარიამ კიდე აჯობოს ზოგიერთებს.
მოშორდეს!
ლევანდოვსკი და გნაბრი დახატავდა ბარსას, თან შეთამაშებულები არიან და მარცხენა ფლანგზე ფატი დადგება… თუ კიდე დაიტრავმა და გვყავს ფერანი
გნაბრის სიტუაციას თუ დააკვირდებიან არიქნება ურიგო კონტრაქტის თემაზე ვერ თანხმდებიანო თუ რაღაც ეგეთი ხდება და არამგონია ცუდი ვარიანტი იყოს ამ რაფინიას კიდე ცალი ფეხით აჯობებს და მიკვირს საერთოდ რომ არ ინტერესდებიან. ისე წარმოიდგინეთ ლევა და გნაბრი რო ბარსას ფეხბურთელები გახდნენ კანს და მთლიანად ბაიერნს გული დაარტყავთ :დდდდდ
ეს ყ…. გნაბრიზე ან დიბალაზე საეთოდ არც დაფიქრებულან და შეეცემია ერთ ფეხბურთელს და იტყვიან არ გამოვიდაო თან ორივე ჯობია ამას
გადაერთონ ანტონიზე და ვსო დასასრული.
20 მილიონიც არ ღირს ეს
ცუდი არაა მაგრამ 55 მილიონი ძვირია ამისთვის
კარგი უნდა იყოს თუ შემცირდა…თუ სულ გაქრება უკეთესი….))))
მშვენიერია იმედია ვერც მოიყვანენ