Sport-ის ცნობით, 12 წლის შემდეგ, არნაუ კომასი “ბარსელონას” ტოვებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, რადგან “ბარსა ბ-ში” თამაში არ სურდა და პირველ გუნდში დაწინაურებას ითხოვდა.
კომასი “ბარსას” აკადემიას 2010 წელს, “ჟირონადან” შემოუერთდა, რის შემდეგაც კატალონიელთა სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ირიცხებოდა, 2019 წლიდან კი “ბარსა ბ-ს” წევრი იყო. 1 წელი მან იჯარით “ოლოტში” გაატარა.
გავრცელებული ცნობების თანახმად, 22 წლის ფეხბურთელს ესპანეთიდან და უცხოური კლუბებიდანაც ბევრი შემოთავაზება აქვს, რომლებსაც განიხილავს.
ამასთან, როგორც ზემოხსენებული წყარო იტყობინება, ახალ კონტრაქტს არც ლუკას დე ვეგა გააფორმებს და 11-წლიანი “ბარსელონური” კარიერის შემდეგ გუნდიდან მიდის. მისი შეძენით “მალაგა”, “სარაგოსა”, “კარტახენა”, “მირანდესი”, “ვიტორია გიმარაეში” და ნიდერლანდური კლუბები ინტერესდებიან.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს ბრაზილიელი ნახევარმცველი მოსწონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ, კომასისა და დე ვეგასგან განსხვავებით, რამოს მინგო “ბარსა ბ-ში” რჩება. კლუბმა, შესაძლოა, მისი ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივოს, მაგრამ “ბლაუგრანას” ჯერ ფეხბურთელის ხელფასის შემცირება სურს.
არგენტინელ მცველს ბევრი შემოთავაზება აქვს, მაგრამ “ბარსელონაში” დარჩენა სურს. კლუბი მისი თამაშით კმაყოფილია.
კომასი არ იყო ცუდი მცველი. ლენგლეებს და უმტიტებს უხანგრძლივეთ და აღზრდილები უშვით. ვეგაც ცუდი ბიჭი არ იყო მარა ნახდაცვაში არ გვიჭირს
რამოს მინგო "ბარსა ბ-ში" რჩება. კლუბმა, შესაძლოა, მისი ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივოს, მაგრამ "ბლაუგრანას" ჯერ ფეხბურთელის ხელფასის შემცირება სურს.
ბარსა ბ-ში რა იმისთანა ხელფასი აქვს რო შესამცირებელი იყოს. და თუ კარგი ფებურთელია რატო ძირითადში არ ათამაშებენ.
ყ£ე რაფინია და ყვერანი ხო მოწონს ისე იქცევა ხავი თავს შემაზიზღებს. არადა ჩემი საყვარელი მოთამაშე იყო მესის ეპოქაში