AS-ის ცნობით, ჟოან ლაპორტამ მატეუ ალემანის შეატყობინა, რომ მომდევნო დღეებში ეკონომიკური ბერკეტები ამოქმედდება.
ეს ნიშნავს, რომ “ბარსელონას” (და კონკრეტულად მატეუ ალემანის) ტრანსფერებზე მუშაობისა და ისეთი ოპერაციების განხორციელების საშუალება მიეცემა, როგორიც რობერტ ლევანდოვსკის მოყვანაა. პოლონელის შეძენა ჩავი ერნანდესის პრიორიტეტია.
ხავი მიგელის თქმით, მომავალ კვირაში ლაპორტას, ჩავის, ალემანის, ჟორდი კრუიფსა და რაფა იუსტეს შორის გაიმართება შეხვედრა, სადაც 2022/23 წლების სეზონისთვის კლუბის გეგმებზე იმსჯელებენ.
წყაროს ცნობით, “ბლაუგრანაში” ახლა ამბობენ: “სეზონი რომ ხვალ იწყებოდეს, კესიესა და კრისტენსენის დარეგისტრირებას ვერ შევძლებდით”.
გარდა ამისა, როგორც Sport იტყობინება, “ბარსა” რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება. თუ გუნდი მათ გაშვებას ვერ შეძლებს, მაშინ კონტრაქტების გაწყვეტაზე იფიქრებს. მოთამაშეებისთვის ხელფასების შემცირება აღარ განიხილება.
ამასთან, ჟერარ რომეროს მტკიცებით, “ბარსელონას” CVC-სთან ხელშეკრულებაზე ხელი რომ მოეწერა, ტრანსფერების განხორციელებას მოახერხებდა, მაგრამ, ჟოან ლაპორტა ამ გარიგების სიწორეში დარწმუნებული არაა და კონტრაქტის გაფორმება გადაიფიქრა.




ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვირა
კაროჩე ვეღარ მოაბა ამ CVC-სთან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას ამ კაცმა. ესე სექტემბრამდე თუ გაწელა გუნდს შეთამაშება არ უნდა სეზონის დაწყებამდე.
მალე შე შობელძაღლო თორე დავრჩებით ხახამშრალები
გნაბრის ყიდის ბაიერნი 40 მილიონად შუაზე უნდა გაიხნენ და მოიყვანონ ვიღაც რაფინიებს რო დასდევენ
ეს არი მაგარი გორსალა ტიპი. სივის სისწორეში ეჭვი ეპარება თურმე ბიჭს ჩაეჯმება სხვა გეგმებში მერე ისევ სივიზე ატლიკინდება. ისინიც გატისკავენ ეხლა თუ აძლევენ 400 მერე ეტყვიან 200 გეყოფაო და ვინუჟდენი დათანხმდება ეს სირიკოლა აი ნახეთ. სპოტიფიმ რა მასე არ უქნა ნელნელა შეუმცირა ფასი და ვადები გააზრდევინა
ანუ ბრაიტვაიტს და პიანიჩს წასვლა მოუწევთ უეჭველი თორე გაუწყვეტენ კონტრაქტს. უმტიტი მიდის, ნეტუ წავა, ლენგლე და მინგესაც, ალვესს დატოვებენ ზამთრამდე, ასპილიკუეტას იყიდიან, ზამთრის მერე ასპილიკუეტა და დესტი გვეყოლება RB ზე, რობერტოს არ გაუხანგრძლივონ, დეიონგს არ გამოისყიდიან, არც ტრაორეს და დეპაის არ მოაკლდება მსურველი ისედაც. ის შავი შლანგი კიდე მოგვშორდება დიდი ალბათობით. ასპი, ალონსო, კულიბალი, ლევანდოვსკი, რაფინია იმედია ეს ტრანსფერები გაიჩარხება