workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Mundo Deportivo ბარსელონაზე | ასპილიკუეტა, ალონსო, დემბელე, ორელიანა

Mundo Deportivo ბარსელონაზე | ასპილიკუეტა, ალონსო, დემბელე, ორელიანა

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo სესარ ასპილიკუეტაზე, მარკოს ალონსოსა და უსმან დემბელეზე წერს.

ასპილიკუეტა და ალონსო

“ბარსას” ორივე მათგანის გაფორმება სურს და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება თავად ფეხბურთელებსაც უნდათ. თუმცა, სესარის მოსვლა უფრო შესაძლებელია. 

“ჩელსი” მზად იქნება, ალონსოც გამოუშვას, მაგრამ “ბლაუგრანა” ფიქრობს, რომ ინგლისელები 20 მილიონს მოითხოვენ, რაც ტრანსფერს ართულებს.

ჩავი ორივე მათგანს დაუკავშირდა. ერნანდესს ასპისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მისი შესაძლებლობები იცის. ალონსო კი მარცხენა მცველებს შორის პრიორიტეტული სამიზნეა – მისი გამოცდილება, ფიზიკური მომზადება და სტანდარტულების შესრულების უნარი კლუბს ძალიან მოსწონს. 

უსმან დემბელე 

“ბარსელონასა” და დემბელეს შორის შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება. მისი დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მხარეებს სურთ, საბოლოო ვარიანტები განიხილონ. 

შეხვედრას თავად დემბელე და ჩავი ერნანდესიც დაესწრებიან.

ხანდრო ორელიანა 

ჩავის ახალგაზრდა ნახევარმცველი ძალიან მოსწონს და მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანახმაა. ხანდროს ხელშეკრულებაში კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივების პუნქტი არსებობს, რომელსაც კლუბი განიხილავს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 25 მაი 2022, 17:22
    #4

    გაუშვით დემბელეე

  • nika 54
    schedule 25 მაი 2022, 17:22
    #3

    ამ დემბელეს ხსენებას მოეშვით, ვინმეს სჯერავს რო დარჩება? მბაპემ პირადად მისცა ზაკაზი ამის მიყვანას და ეხლა ამას იმ ხელფასზე ეტყვიან უარს რამდენიც უნდა?
    ერთი იმედია მრჩება, როგორც ბარსა გააბედნიერა ისე გააბედნიეროს პსჟ-ც.

  • პავლოვიჩი56
    schedule 25 მაი 2022, 16:43
    #2

    მოკლედ მაგარ ჭაობშია გუნდი,რაც მეტ იტყამპალებს ლაპორტა მით მეტად ჩაიძირება.
    უპირველესად უეფა-სთან უნდა დაალაგონ ურთიერთობა ლაპორტა-ბორდმა.

  • El pistolero 9
    schedule 25 მაი 2022, 13:35
    #1

    ეს ორელიანა აქეს ძაან და იმედია მორიგი კარგი ფეხბურთელი წამოვა ლა მასიიდან ძირითად გუნდში