workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა დანი ალვესს 6-თვიან კონტრაქტს შესთავაზებს

ბარსელონა დანი ალვესს 6-თვიან კონტრაქტს შესთავაზებს

“ბარსა” ლეგენდის, დანი ალვესის კატალონიურ კლუბში დარჩენის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა.

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” გეგმავს, ბრაზილიელს განსაკუთრებული 6-თვიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც, ფეხბურთელის პერფორმანსიდან გამომდინარე, შესაძლოა, კიდევ გახანგრძლივდეს. 39 წლის მარჯვენა მცველის მომავალი მისი პოზიციის მოთამაშეების მოყვანაზე/გაყიდვაზეცაა დამოკიდებული.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, ჩავი ერნანდესი ვეტერანი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია. 

ადრე გავრცელებული ცნობებით, ნახევარწლიანი ხელშეკრულება თავად ალვესის სურვილი იყო, რადგან, მას “ბლაუგრანაში” დარჩენა, სულ მცირე, მსოფლიო ჩემპიონატამდე სურს. მოგვიანებით, დანის მოთხოვნა ჟოან ლაპორტამაც დაადასტურა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 25 მაი 2022, 17:39

    ამას მე მგონი ხელფასიც რო არ მისცენ ისეც დარჩება. ნამდვილი კულეა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 მაი 2022, 23:55

    ყოველ შემთხვევაში მსოფლიომდე აქ დატოვონ რომ ფორმაში იყოს და მერე თუ წავა გაცილება მოუწყონ, ლეგენდაა და იმსახურებს პატივისცემას

  • SHOTADEPAY9
    schedule 24 მაი 2022, 23:00

    1 წლიანი გაუფორმეთ