workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა ბედი ელის მემფის დეპაის?

რა ბედი ელის მემფის დეპაის?

მემფის დეპაის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

Sport-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელის დარჩენა-არ დარჩენის საკითხი რობერტ ლევანდოვსკის და სხვა შემტევების ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული.

წყაროს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონას” 28 წლის თავდამსხმელის გაშვება მოუწევს, მას მარტივად არ შეელევა, მიუხედავად იმისა, რომ მემფისს კონტრაქტით მხოლოდ 1 წელი დარჩა. კატალონიელები მიიჩნევენ, რომ დეპაის კარგი სეზონი ჰქონდა, მისი ხელფასი კი მაღალი არაა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, “ბარსა” მინიმუმ 20 მილიონ ევროს მოითხოვს. 

მემფის დეპაის მსურველი ერთ-ეთი კლუბი ლონდონის “არსენალია”. მეთოფეებმა იციან, რომ “ბლაუგრანა” ნიდერლანდელს დაბალ ფასად არ დათმობს. წყაროს ცნობით, ჩავი ერნანდესი არც მემფისის დარჩენის წინააღმდეგია.

მემფის დეპაი 2022/23 წლების სეზონში 13 გოლით, პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად, “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 25 მაი 2022, 17:42

    ნუ ჯერ მოსაყვანები მოიყვანონ დროზე ახლა რო ესეც გავუშვათ და ვერც ლევანდოვსკი მოვიყვანოთ მერე რას ვშვრებით.

  • shu1987
    schedule 24 მაი 2022, 22:34

    მისთვისვე აჯობებს წავიდეს ნორმალურად აქ მაინც არავინ ათამაშებს აწი და თუ დარჩება გუნდს გამოადგება სათადარიგო იქნება რისთვისაც ცოდოა

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 მაი 2022, 21:23

    სკამისთვის კარგი იქნება,ხელფასი დიდი არააქ: ფატი(დეპაი) ლევანდოვსკი(ობამეიანგი) ტორესი( რაფინია)
    კარგი შეტევა იქნება

  • La Pulga10
    schedule 24 მაი 2022, 21:01

    2022/2023 თუ 2021/2022 სეზონები