“ბარსელონას” ბრაზილიელი ლეგენდა, დანი ალვესი “ვილიარეალთან” მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს.
ყველაფრის გაანალიზება და უკეთესი მენტალიტეტით დაბრუნება გვმართებს, რადგან ეს გუნდი ყოველთვის მწვერვალზე უნდა იყოს.
ყველამ იცის, რომ “ბარსაში” დარჩენა მინდა, მაგრამ, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ბრძოლას გავაგრძელებ.
გულშემატკივრები ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ. შედეგით დამწუხრებულნი ვართ.
არ ვიცი, “ბარსელონას” მაისურით ბოლო მატჩი ჩავატარე თუ არა. 30 ივნისამდე “ბლაუგრანას” ფეხბურთელი ვარ. ვფიქრობ, გუნდისთვის სარგებლის მოტანა კვლავ შემიძლია.
მომავალ სეზონში ყველაფერი გამოსწორდება და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
– ციტირებს 39 წლის მარჯვენა მცველის სიტყვებს Movistar.




ეს და იბრაგიმოვიჩი ისტორიაში შევლენ. ისე ზლატანმა რა გოლი გაიტანა თავით აფსუსია ოფსაიტიდან ჩააწოდეს.
ზამთრამდე დატოვონ რომ მსოფლიოზე ითამაშოს და მერე ალბათ კარიერასაც დაამთავრებს, უდიდესი ლეგენდაა დს შესაფერის გაცილებასაც იმსახურებს❤❤❤