workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიდსი პრემიერ ლიგაში დარჩა, რაფინიას ტრანსფერი გართულდა

ლიდსი პრემიერ ლიგაში დარჩა, რაფინიას ტრანსფერი გართულდა

ინგლისის პრემიერ ლიგის 2021/22 წლების გათამაშება დასრულდა. 9 წლის წინანდელი სეზონის მსგავსად ფინიში ახლაც ძალიან დაძაბული გამოდგა და ჩემპიონი ბოლო წამებამდე არ ვიცოდით. 2013 წლის მსგავსად ახლაც ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება “მანჩესტერ სიტიმ” მოიპოვა, ამჯერად “ბარსელონას” ლეგენდა პეპ გვარდიოლასთან ერთად.

თუმცა ჩვენ სხვა გასაჭირი გვაქვს. “ბარსას” ის აინტერესებდა, დარჩენოდა თუ არა “ლიდს იუნაიტედი” პრემიერ ლიგაში. გავარდნის შემთხვევაში გუნდის ლიდერის, რაფინიას ყიდვა 25 მილიონ ევროდ იყო შესაძლებელი, რაც “ბლაუგრანასთვის” მისაღები ფასი იყო. “ლიდსმა” მოიგო, რაშიც წვლილი რაფინიამაც შეიტანა, კონკურენტმა კი წააგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი მარჯვენა შემტევის გამოსასყიდი თანხა არ არსებობს. ახლა “ბარსელონა” იძულებული იქნება, რაფინიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები აწარმოოს.

ახლა კატალონიელებს მოუწევთ, რაფინიაში ან დაახლოებით 40 მილიონი ევრო გადაიხადონ, ან ტრანსფერში ფეხბურთელი ჩართონ. განიხილება “ლიდსში” ოსკარ მინგესას, ან ფრანსიშკუ ტრინკაუს გადასვლის საკითხი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Iniesta_8
    schedule 22 მაი 2022, 22:59
    #8

    მოაშორეთ რა რაფინია მაგით ვის უნდა მოუგო. ლევანა და წესიერი მცველები დაიდოს. მე-10 პრიორიტეტი უნდა იყოს ეს.

  • nika 54
    schedule 22 მაი 2022, 22:46
    #7

    ორივე გაატანონ და კიდევ პუჩი დაუმატონ. ისე ვინ შემოდიოდა ხოლმე აქ და პეპს აგინებდა, ლივერპული უნდა გახდეს ჩემპიონიო.

  • La Pulga10
    schedule 22 მაი 2022, 22:40
    #6

    ძაან კაი თუ გართულდა

  • NEYBarca
    schedule 22 მაი 2022, 22:33
    #5

    არადა 25 მილიონად ნაჩუქარი იყო…

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 22 მაი 2022, 22:33
    #4

    სწრაფია, ტექნიკა აქვს, დრიბლინგი კარგად გამოსდის და ხშირად მიდის (განსაკუთრებით მეტოქისთვის ბურთის ფეხებს შორის გაძვრენას აღვნიშნავდი, ხშირად აკეთებს), პენალტებს მაგრად ასრულებს, ჯარიმებსაც ურტყამს, პასის კულტურა გააჩნია, ფიზიკურად მომზადებულია და, რაც მთავარია, აზროვნებს (დემბელესგან განსხვავებით) და ალოგიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

    ვერ ვხვდები, რას უწუნებთ. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას არც გაქვთ თამაში ნანახი და მხოლოდ იმით აფასებთ მის დონეს, რომ "ლიდსის" ფეხბურთელია.

  • ROUCH
    schedule 22 მაი 2022, 22:32
    #3

    გართულდა კი არა ნეტა შეუძლებელი გახდეს თუ გული დამწყდეს მე ვიყო კიკე სეტიენი

  • Don_Andresito
    schedule 22 მაი 2022, 22:29
    #2

    trincao მირჩევნია ამას

  • Moriba
    schedule 22 მაი 2022, 22:28
    #1

    ციტატა: Griezzy7
    არამგონია ამან ძირითადი გაქაჩოს.
    ჩემი აზრით ფერანს მარჯვნივ გადაიყვანს ჩაბი და ეს იქნება ფერანის ზამენა.
    მარცხნივ ფატი იქნება და მაგის ზამენა დეპაი(თუ არ გაყიდეს)
    ცენტრში ლევანა და ობამა


    თუარგაქვს გვარდიოლას ვიდეო ნანახი ნახე ბეთბარის საიტზე დდდ ფბ ზე 😂😂😂