workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Mundo Deportivo ბარსელონას უახლოეს გეგმებზე

Mundo Deportivo ბარსელონას უახლოეს გეგმებზე

დიდი ალბათობით, “ბარსა” ზაფხულში რაფინიას შეიძენს, თუმცა, კლუბს სხვა პოზიციების გაძლიერებაც სურს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ლიდსის” ბრაზილიელი შემტევის გარდა, კატალონიურ გრანდს კიდევ ერთი ცენტრალური მცველისა და ნახევარმცველის მოყვანა უნდა, ამასთან, კლუბი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობასაც აგრძელებს. 

წყაროს ცნობით, ანდრეას კრისტენსენის დამატების შემდეგ, “ბლაუგრანა” მოლაპარაკებებს მარკოს ალონსოსა და სესარ ასპილიკუეტას გაფორმებასთან დაკავშირებითაც დაიწყებს.

როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, კლუბი ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის თაობაზე მიღებულ შემოთავაზებებს ყურადღებით განიხილავს. 

ამავე წყაროს თანახმად, ჟოან ლაპორტა გუნდთან ერთად ავსტრალიაში არ გაემგზავრება – პრეზიდენტი ბარსელონაში დარჩება და ფეხბურთელების კონტრაქტების გახანგრძლივებასა და ტრანსფერებზე იმუშავებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • DesmondHume
    schedule 22 მაი 2022, 21:11

    ციტატა: nika 54
    ტებასმა ლევანდოვსკის ფულიც არა აქვს ბარსასო და ლაპორტას 6 ფეხბურთელი მოყავს? ძალიან მეეჭვება რამე გამოვიდეს ამ საქმიდან.

    როცა საქმე ბარსას ეხება ეგ ნაბო*არი ტებასი ჭიანჭველას სპილოდ გადააქცევს, ხომ იცი. ასე რომ, ფაქტი ფაქტად გამოჩნდება ვინმეს მოყვანის ერთი ადგილი გვაქვს თუ არა

  • nika 54
    schedule 22 მაი 2022, 17:36

    ტებასმა ლევანდოვსკის ფულიც არა აქვს ბარსასო და ლაპორტას 6 ფეხბურთელი მოყავს? ძალიან მეეჭვება რამე გამოვიდეს ამ საქმიდან.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 მაი 2022, 17:00

    ციტატა: Moriba

    ციტატა: Griezzy7
    ისე ლაპომ და ალემანმა თუ იჩალიჩეს და ყველა ეს ტრანსფერი დახურეს
    1.ალონსო
    2.კულიბალი
    3.ქრისტენსენი
    4.აზპილიკუეტა
    5.კესიე
    6.ლევანდოვსკი
    7.რაპინია

    ჩემპიონთა ლიგაზეც კი გავიწევთ და კარგი შანსიც გვექნება. ბაიერნი ძაან დასუსტდება. ჩელსიც სუსტდება. პსჟ ლივერპული და სიტი იქნებიან ისევ ფავორიტები მარა პსჟ-ს ფავორიტობა არ გაიშვას არსად. იტალიიდან არცკი განვიხილავ რომელიმეს 😂

    ყველა კაია რაც ჩამოთვალე უბრალოდ ალონსოს ნაცვლად გაიას ან გრიმალდოს მოვიყვანდი

    კრისტენსენი და კესი უკვე ჩვენია დადასტურებულია, ალონსოს მაგივრად ან გაია ან გრიმალდო, ანხელინიოც კარგი იქნებოდა, რაფინიას კი არაუშავს მაგრამ არაა ისეთი მაღალი დონის რომ სასტარტოში იყოს სულ, ალბათ ტორესი იქნება მარჯვნივ და რაფინია და ეგ როტაციაში იქნებიან, რაც კარგია

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 22 მაი 2022, 16:59

    ციტატა: Griezzy7
    ისე ლაპომ და ალემანმა თუ იჩალიჩეს და ყველა ეს ტრანსფერი დახურეს
    1.ალონსო
    2.კულიბალი
    3.ქრისტენსენი
    4.აზპილიკუეტა
    5.კესიე
    6.ლევანდოვსკი
    7.რაპინია

    ჩემპიონთა ლიგაზეც კი გავიწევთ და კარგი შანსიც გვექნება. ბაიერნი ძაან დასუსტდება. ჩელსიც სუსტდება. პსჟ ლივერპული და სიტი იქნებიან ისევ ფავორიტები მარა პსჟ-ს ფავორიტობა არ გაიშვას არსად. იტალიიდან არცკი განვიხილავ რომელიმეს 😂

    ეგ ტრანსფერები თუ გაჩარხეს აღარაფერს ვიტყვი, საღოლ ლაპორტას და ალემანს.

  • Moriba
    schedule 22 მაი 2022, 16:54