Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” “პალმეირასის” ბრაზილიელი ტალანტი შესთავაზეს.
წყაროს ცნობით, საქმე 21 წლის დანილო დოს სანტოს დე ოლივეირას ეხება, რომელიც ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია.
ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტი, ფილიპე კოუტინიოს მსგავსად, კია ჟორაბჩიანია, რომელსაც “ბარსასთან” კარგი ურთიერთობა აქვთ. ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება 20-25 მილიონ ევროს შეადგენს.
ფრენკი დე იონგის შესაძლო წასვლისა და სერხიო ბუსკეტსის ასაკის ფონზე, შესაძლოა, “ლურჯ-ბროწეულისფერები” დანილოს შეძენაზე მართლაც დაფიქრდნენ.
ჩვენ უკვე ყველას გვთავაზობენ, ეტყობა ისევ ბართომეუს დრო გონიათ.
ამდენი ხანი ვერსად წავიდა?
ცუდი არაა თუმცა 21-წლის ასაკში კიდე ბრაზილიაში როა ნათქვამია მაგით