Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” და დანი ალვესი კონტრაქტის მიმდინარე წლის დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
ამავე წყაროს თანახმად, მხარეებს გასარკვევი მხოლოდ ფინანსური საკითხები დარჩათ, რის შემდეგაც ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.
დღეს გავრცელებული ცნობებით, კონტრაქტის დეკემბრამდე გახანგრძლივება თავად ბრაზილიელის სურვილი იყო, რადგან მას სურს, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს (რომელიც სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბერს დასრულდება) კარგ ფორმაში შეხვდეს.
როგორც კატალონიური გამოცემა იუწყება, მუნდიალის შემდეგ 39 წლის ფეხბურთელის მომავალსა და კონტრაქტს კვლავ გადახედავენ.
ლეგენდარული ბრაზილიელის ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.



აისრულა ამან გულისწადილი? რასაც უხდიან იმდენი ნამდვილად ღირს.
შტეგო, პიკე, დანი, ალბა, ბუსი, ინი, ნეი, ლეო და ჯეკა რომ დადებენ
ეგ იქნება საუკუნის პრიკოლი🤣🤣
ეხლა ინი, ჯეკა, ნეი და ლეო რომ დაბრუნდნენ გუნდში, ზამთრის იჯარით რაკიტიჩიც რომ მოვიდეს და უცებ ლიგა რომ მოიგონ…

შტეგო, პიკე, დანი, ალბა, ბუსი, ინი, ნეი, ლეო და ჯეკა რომ დადებენ
ხო და ძალიან კარგი, არაა ეს გასაშვები კაცი მითუმეტეს გუშინდელ ფეხბურთელებთან შედარებით ვის ჩამოვარდება?
ძალიან კარგი