workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის სუპერ თასის წყვილები ცნობილია

ესპანეთის სუპერ თასის წყვილები ცნობილია

“ბარსელონას” მიერ ლა ლიგაში მე-2 ადგილის განაღდების შემდეგ ესპანეთის სუპერ თასის 2022/23 წლების სეზონის ყველა გუნდი და ნახევარფინალური წყვილებიც ცნობილია.

სუპერ თასზე, რომელიც 2023 წლის იანვარში საუდის არაბეთში გაიმართება, ესპანეთის ჩემპიონი “რეალი”, მე-2 ადგილზე გასული “ბარსელონა”, ქვეყნის თასის მფლობელი “ბეტისი” და ფინალისტი “ვალენსია” ითამაშებენ.

ნახევარფინალში “ბარსელონას” მეტოქე “ბეტისი” იქნება. შესაბამისად, მეორე წყვილში “რეალი” და “ვალენსია” ითამაშებენ.

“ბეტისი” ესპანეთის სუპერ თასზე ისტორიაში მეორედ ითამაშებს. პირველად ეს 17 წლის წინ, 2005 წელს მოხდა, როდესაც სევილიელები “ბარსასთან” 2 მატჩის ჯამში 2-4 დამარცხდნენ. “ბარსელონა” კი ამ ტურნირზე ყველაზე გამოცდილი გუნდია. კატალონიელები ტურნირის მოგებისთვის 27-ედ იბრძოლებენ. წინა 26 მცდელობიდან “ბარსამ” მიზანს 13-ჯერ მიაღწია, რაც ასევე რეკორდია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • shu1987
    schedule 16 მაი 2022, 19:53
    #4

    ეს რა უაზრობა გააკეთეს ფულის გამო , თუმცა ამჯერად ბარსამ წინა სუპერთასის უნდა აანაზღაუროს.

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 16 მაი 2022, 19:31
    #3

    რევანშს ავიღებთ რეალთან

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 16 მაი 2022, 17:48
    #2

    იმედია ამ ტიტულს მაინც დავდებთ♥️

  • nika 54
    schedule 16 მაი 2022, 16:53
    #1

    ეს ალბათ 2023 წლის პირველი ტიტული იქნება.