workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მიკა მარმოლი: ოცნება ამიხდა

მიკა მარმოლი: ოცნება ამიხდა

“ხეტაფეს” წინააღმდეგ დღეს გამართულ შეხვედრაში, “ბარსელონას” პირველ გუნდში, 20 წლის ფეხბურთელის, მიკა მარმოლის დებიუტი შედგა.

ახალგაზრდა მცველი ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

ოცნება ამიხდა. არ ვღელავ იმაზე, რომ მოედანზე დიდხანს არ ვყოფილვარ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მაისურით პირველი მატჩი ჩავატარე.

ასეთ გუნდში სათამაშო დროის მიღება რთულია. ჩავიმ მითხრა, რომ თამაშით სიამოვნება მიმეღო და ბურთი არ დამეკარგა. 

საკუთარ ოჯახსა და მეგობრებზე ვფიქრობდი. ამ მაისურსა და შორტებს სამახსოვროდ დავიტოვებ.

მარმოლი, რომელსაც თამაში როგორც ცენტრალურ, ისე მარცხენა მცველად შეუძლია, 2020 წლიდან “ბარსა ბ-ში” ირიცხება. 2018 წელს იგი “ბლაუგრანას” 18-წლამდელთა გუნდს ტერასას “ჟაბაკის” ახალგაზრდული გუნდიდან შემოუერთდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 16 მაი 2022, 17:35
    #3

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი

    ციტატა: EL MAESTRO 6
    მომდევნო თამაშში 20 წუთი მაინც მისცეს ჩავიმ და ვნახოთ თუ შეუძლია რამე, ეს 4 წუთი გამოყვანა რა იყო ნეტა?


    მე ის უფრო მაინტერესებს იუბილარი დემბელე რატომ დატოვა სკამზე 0-0 ზე


    ეტყობა ნაქეიფარს თავი სტკიოდა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 16 მაი 2022, 07:13
    #2

    ციტატა: EL MAESTRO 6
    მომდევნო თამაშში 20 წუთი მაინც მისცეს ჩავიმ და ვნახოთ თუ შეუძლია რამე, ეს 4 წუთი გამოყვანა რა იყო ნეტა?


    მე ის უფრო მაინტერესებს იუბილარი დემბელე რატომ დატოვა სკამზე 0-0 ზე

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 მაი 2022, 00:58
    #1

    მომდევნო თამაშში 20 წუთი მაინც მისცეს ჩავიმ და ვნახოთ თუ შეუძლია რამე, ეს 4 წუთი გამოყვანა რა იყო ნეტა?