workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიდი გარიგების მოლოდინში – ბარსა 200 მილიონ ევროს ელოდება

დიდი გარიგების მოლოდინში – ბარსა 200 მილიონ ევროს ელოდება

ჟოან ლაპორტა და მისი დირექტორთა საბჭო “ბარსელონასთვის” ფინანსების მოძიების გზებზე მუშაობას განაგრძობენ.

აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კატალოიური კლუბი მიზნის მისაღწევად საინვესტიციო კომპანია CVC-სთან ხელშეკრულების გაფორმებასა და Barca Studio-ს 49%-იანი წილის გაყიდვის ვარიანტებს განიხილებოდა. ცოტა ხნის წინ კი განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა.

2Playbook-ის ცნობით “ბარსელონა” ახლოსაა, გაყიდოს კომპანია Barça Licensing & Merchandising (BLM)-ის 49%, სანაცვლოდ კი 200 მილიონი ევრო მიიღოს. ეს კლუბის ფინანსური მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

Barça Licensing & Merchandising 2018 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც “ბარსელონას” სავაჭრო ნიშნის ქვეშ მოქცეული პროდუქციით საცალო ვაჭრობას უზრუნველყოფს. 2018 წლამდე ეს საქმე 100%-ით კომპანია “ნაიკს” ჰქონდა ჩაბარებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • shu1987
    schedule 14 მაი 2022, 10:07
    #6

    აუ ამათი მაიმუნი აფერისტი დედებს ტენა არაუხომ და მთელმა კატალონიამ, ისე მიდის სიტუაცია საბოლოოდ დაასამარებენ ბარსას რაა, იმხელა ვალი და ამატებენ ამდენს კიდე გარიგებაო ისე წერენ ვინმე ჩუქნის თითქოს … ლაპორტა ყველაფერთან ერთად მატყუარა აფერისტია ტიპმა რა პირობებიც დადო ვერაფერი შეასრულა ნუ გასდის ჩვენი მთავრობასავით და რას იზამ…

  • nika 54
    schedule 13 მაი 2022, 17:52
    #5

    ფულს სუნი არ უდისო, გაყიდოს თუ ეს გუნდს წაადგება.

  • VanillaSoul
    schedule 13 მაი 2022, 16:06
    #4

    ციტატა: Chico
    ლპირტა არ იყო რომელმაც ამ გარიგებას კლუბის ინტერესების დარღვევა დაარქვა და მესი შესწირა? ღმერთმა იცის მართლია თუ ისევე იტყუება… აი როცა შესრულდება, მერე ვილაპარკოთ, მნამდე კიდევ მგათი ერთი სიტყვაც არ მჯერა…


    ლაპორტამ და პერესმა 50 წლიან გარიგებაზე თქვეს უარი და მესი კი არა ვინც არ უნდა ყოფილიყო ყველა უნდა გაეწირა და 100 პროცენტით სწორად მოიქცა… ახლა სულ სხვა დროის პერიოდზე მიდის მოლაპარაკებები 10 წელზე თუ არ ვცდები.

  • Chico
    schedule 13 მაი 2022, 13:56
    #3

    ლპირტა არ იყო რომელმაც ამ გარიგებას კლუბის ინტერესების დარღვევა დაარქვა და მესი შესწირა? ღმერთმა იცის მართლია თუ ისევე იტყუება… აი როცა შესრულდება, მერე ვილაპარკოთ, მნამდე კიდევ მგათი ერთი სიტყვაც არ მჯერა…

  • MSN G.O.A.T
    schedule 13 მაი 2022, 13:53
    #2

    მერე კიდე ფრენკის ყიდი შეჩემაა?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 13 მაი 2022, 13:38
    #1

    მშვენიერია, ლაპორტა ამაში მართლა მაგარია, მაგრამ ტყუილები უყვარს ძაან😶