მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დაბრუნება “ტოტალურ ფეხბურთში”   ნაწილი I

დაბრუნება “ტოტალურ ფეხბურთში” ნაწილი I


პეპ გვარდიოლას “ბარსელონა”, რომელმაც “ვილიარეალის” წინააღმდეგ 3–4–3 ტაქტკური მონახაზით  ითამაშა, შეიძლება ითქვას რომ “ოცნების გუნდის” ეპოქაში დაბრუნდა. “ტოტალური” ფეხბურთის კონცეფცია კი ისეთი ძლიერი გახდა, როგორც არასდროს.

მატჩის შემდგომ, ჟურნალისტებმა ჰკითხეს პეპს თუ რატომ ათამაშა გუნდი 3–4–3 სქემით, გვარდიოლამ კი ხუმრობით უპასუხა: “ჩვენ ეს სუბისარეტას საპატივსაცემოდ გავაკეთეთ, რომელმაც პირველმა გამოსცადა 3 მცველით თამაშის სირთულე თავის თავზე”.

    
სუბისარეტა ორშაბათის მატჩის დროს,  “კამპ ნოუს” დირექტორთა ლოჟაში იჯდა. მას გაეღიმა, როდესაც დაინახა რომ პეპი თამაშს 3 მცველით იწყებდა–ეს ნამდვილად “ოცნების გუნდის” სტილში იყო. “ბარსელონას” ლეგენდარულმა მეკარემ და “ოცნების გუნდის” კაპიტანმა კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მეკარისთვის 3 მცველით თამაში. ” შენ ხედავ ძალიან დიდ სივრცეებს შენ წინ, ამიტომ მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბული და კონცენტრირებული ხარ”– განაცხადა ანდონიმ თავის პრეს–კონფერენციაზე.

იოჰან კრუიფის დამოძღვრილმა “დრიმ თიმმაა(ოცნების გუნდმა)”   დანერგა და გააუმჯობესა 3–4–3. როგორ თამაშობდა “ბარსა” ამ ტაქტიკით და რა შედეგები ჰქონდა, ყველა ჩვენგანმა კარგად იცის. 

 

რაიკაარდი 3 მცველით “ლა რომარედაზე”

 

 

   

ეს იყო 2007 წლის 28 თებერვალს სარაგოსაში. სამეფო თასის 1/4  განმეორებითი მატჩი. “ბარსას” საკუთარ მოედანზე 0–1 ჰქონდა წაგებული და ამიტომ რაიკაარდმა გადაწყვიტა შემტევი ფეხბურთი ეთამაშა. ტაქტიკაც შესაფერისი აარჩია– 3–4–3.  ოლეგერი, პუიოლი და ტიურამი დაცვაში განლაგდნენ, “ბარსამ” ის თამაში 2:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. “ლა რომარედას” პუბლიკა გაოცებული იყო.

 

შეიგრძენი ეს

 

ამ მატჩიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გაზეთ “El Pais–ში”  იყო “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელის სტატია, რომელიც მწვრთნელობისთვის ემზადებოდა. ამ სტატიაში, რომლის სათაური იყო “შეიგრძენი ეს” მომავალმა მწვრთნელმა შეაფასა რაიკაარდის რისკი, რომელიც  “სარაგოსასთან” მატჩში  3–4–3 სისტემის გამოყენებას თან ახლდა.

ყოფილი ფეხბურთელი წერდა: “როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ რომ “ოცნების გუნდი” დაბრუნდა, მე კი ვფიქრობ, ის არასდროს წასულა. ხვალ ან ზეგ “ბარსა” დამარცხდება, ეს ყველას მოსდის მაგრამ ვერავინ დაამტკიცებს რომ “ბარსა” პროგნოზირებადი გუნდია,ის უნიკალურია”. გავიდა წლები და ამ ადამიანმა “ბლაუგრანას” ახალი სული შთაბერა. სტატიის ავტორი ხოსეპ გვარდიოლა გახლდათ….

 

I   ნაწილის დასასრული…. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში