ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის 36-ე ტურის მსაჯები დაასახელა.
“ბარსელონასა” და “სელტას” ხვალინდელ დაპირისპირებას 37 წლის მიგელ ანხელ ორტის არიასი განსჯის.
არიასი 2009 წლიდან მსაჯობს. 2019 წელს ის სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, პრიმერაში კი სადებიუტო სეზონს ატარებს. ის ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის ყველაზე გამოუცდელია.
ლა ლიგის მატჩებში არიასი საშუალოდ 24.2 ჯარიმასა და 0.31 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.5 ყვითელ და 0.44 წითელ ბარათს უჩვენებს. ყვითელი ბარათების ჩვენების სიხშირით ის ლა ლიგის მოქმედ არბიტრებს შორის მე-15, ხოლო წითლებით პირველ ადგილზეა. 16 შეხვედრაში მანუ უკვე 7 ფეხბურთელი გააძევა.
“ბარსელონას” მატჩში არიასი პირველად იმსაჯებს, “სელტას” შეხვედრაში კი მონაწილეობა აქამდე ერთხელ მიუღია. თამაშში, რომელშიც “სელტამ” “მალიორკა” 4-3 დაამარცხა, არიასმა გუნდებს თითო ფეხბურთელი გაუგდო და თითო თერთმეტმეტრიანი დაუნიშნა.
გავის გააგდებს დაგენიძლავებით, წითლებს ისე არიგებს როგორც ფოსტალიონი წერილებს
ყვითლებში არც ისეთი მკაცრი ყოფილა აი წითლებში ძაან მკაცრი. პენლებსაც საკმაოდ სიმამაცით დებს
მაგარი მსაჯი…ვის აინტერესებს 😊
მსაჯი დამწყები ყოფილა, იმედია არაფერს მიჰქარავს.