მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე “პოკერ სტარის” გათამაშებაში

პიკე “პოკერ სტარის” გათამაშებაში

  მაშინ, როდესაც ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს მართავს, ტრავმირებული ჟერარდ პიკე საინტერესო გასართობს პოულობს. “ბლაუგრანას” მცველი პაპარაცებმა ბარსელონაში გამართულ პოკერის ტურნირზე დააფიქსირეს.

პიკე, რომელმაც ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 5,000 ევრო გადაიხადა, დარბაზში კეპითა და მზის სათვალეებით გამოცხადდა, რათა შეუმჩნეველი ყოფილიყო საზოგადოებისთვის. თუმცა პაპარაცები რის პაპარაცები არიან, ასეთი მოვლენა რომ გამოჰპარვოდათ.

 

შეგახსენებთ, რომ ჟერარდ პიკე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ტრავმის გამო არ იქნა გამოძახებული. მან დაზიანება კლუბის ერთ–ერთი ვარჯიშისას მიიღო. პიკე გუნდს დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დაუბრუნდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში