2011/12 სეზონში ესპანეთის პრიმერაში მოთამაშე გუნდები ტელეტრანსლირებებიდან ჯამში 657,5 მილიონ ევროს მიიღებენ. აღნიშნული თანხის 41% კი “ბარსელონასა” და “რეალის” ანგარიშებზე წავა.
წინა სეზონის მსგავსად, ესპანეთის ორი გრანდი ცალკეულად 135 მილიონ ევროს მიიღებს. დარჩენილი თანხა კი პრიმერაში მოთამაშე 18 გუნდზე გადანაწილდება. 18 გუნდიდან ყველაზე მეტი “ატლეტიკოსა” და “ვალენსიას” ერგებათ – თითოეულს 46 მილიონი ევრო.
31 მილიონ ევროს მიიღებს “სევილია”, 29 მილიონს “ბეტისი”, 28 მილიონს “ვილიარეალი”. შემდეგ მოდიან “ხეტაფე”, “ესპანიოლი”, “ატლეტიკი”, “რეალ სოსიედადი” და “სარაგოსა”.
“ოსასუნა”, “მალაგა”, “მალიორკა”, “ლევანტე”, “სპორტინგი”, “გრანადა” და “რაიო ვალიეკანო” 14-14 მილიონ ევროს მიიღებენ. ტელეტრანსლირებებიდან ყველაზე მცირე თანხა წილად ხვდა “რასინგს” – 13 მილიონი ევრო, ანუ ათჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე “ბარსელონასა” და “რეალს”.