workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტამ შეიძლება “ბარსა” თვენახევრით დატოვოს

კეიტამ შეიძლება “ბარსა” თვენახევრით დატოვოს

აფრიკის თასის 2012 წლის გათამაშების გამო სეიდუ კეიტამ შეიძლება “ბარსელონა” თვენახევრით დატოვოს.

მალის ნაკრებში 19 თვიანი უთამაშებლობის შემდეგ ის საბოლოოდ იქ კვლავ დაბრუნდა. ასეთი გრძელვადიანი განშორება გამოიწვია ფეხბურთელსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მომხადრმა უთანხმოებამ. საქმე ისაა, რომ 2010 წლის აფრიკის თასის გათამაშებაზე მალის ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლება ვერ მოიპოვა. ფედერაციის პირებმა ამაში ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელები და განსაკუთრებით კეიტა დაადანაშაულეს. ამის შემდეგ ფეხბურთელმა, რომელიც თვალშისაცემ ეკონომიკურ და ფიზიკურ ძალას არ იშურებდა ნაკრებში თამაშისთვის გადაწყვეტა, რომ დროებით დაეტოვებინა ნაკრები. მთელი წლის განმავლობაში ნაკრების მწვრთნელი, ალენ ჟირესი ცდილობდა კეიტას უკან დაბრუნებას და მისმა მცდელობამ გაამართლა, ხვალ ის ბამაკოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ამ მატჩში გამარჯვების შემთხევევაში მალის ნაკრები აფრიკის თასზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, რომელიც 21 იანვრიდან 16 თებერვლამდე გაიმართება (ამას დაემატება 2 კვირიანი მოსამზადებელი ვარჯიშები). ამგვარად პეპ გვარდიოლა კეიტას თვენახევრით დაკარგავს, რაც 6–7 მატჩის გამოტოვებას ნიშნავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში