საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები ESPN-ის მიხედვით – პედრი და გავი ათეულში

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები ESPN-ის მიხედვით – პედრი და გავი ათეულში

ცნობილმა ამერიკულმა სპორტულმა ტელეარხმა, ESPN-მ მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა, 21 წლამდელი, ფეხბურთელები დაასახელა.

ათეულში მოხვდა “ბარსელონას” ორი ნახევარმცველი: პედრი მეორე ადგილზეა, გავი კი – მეათეზე. 39-ეულში საკუთარი ადგილები “ბარსას” სხვა ფეხბურთელებსაც ერგოთ. კერძოდ, ნიკო გონსალესი 24-ე პოზიციაზეა, ერიკ გარსია 33-ზე, ხოლო სერჟინიო დესტი – 37-ზე.

ათეული ასე გამოიყურება:

  1. ერლინგ ჰოლანდი – დორტმუნდის “ბორუსია”
  2. პედრი – “ბარსელონა”
  3. ფილ ფოდენი – “მანჩესტერ სიტი”
  4. ჯუდ ბელინგემი – დორტმუნდის “ბორუსია”
  5. ვინისიუს ჟუნიორი – “რეალი:
  6. ბუკაიო საკა – “არსენალი”
  7. ჯამალ მუსიალა – “ბაიერნი”
  8. ფლორიან ვირცი – ლევერკუზენის “ბაიერი”
  9. ალფონსო დევისი – “ბაიერნი”
  10. გავი – “ბარსელონა”

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    29 აპრ 2022, 21:44

    ალექსანდრე გეგეჭკორი,
    ფოდენი კიდე მესმის და ბელინგემი???!!!

  • nika 54
    29 აპრ 2022, 12:55

    ბარსელონას ყოველთვის ყავდა ასეთ სიებში მინიმუმ ერთი ფეხბურთელი.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    29 აპრ 2022, 08:14

    ბიჭო ამ ინგლისში მართლა რა მაგარი პიარი მიდის… რატომ არის ფოდენი ვინიზე კარგი? რითი? ბოლო-ბოლო მეორე საუკეთესო ბომბარდირია ლალიგის და თან ბენზემას გუნდში

  • azulgerana
    28 აპრ 2022, 20:08

    საღოლ ბიჭებს.. მომავალ წელს ნიკოც შეუერთდება ამ ათეულს