ოფიციალურად: სეზონის ბოლოს კამპ ნოუს რეკონსტრუქცია დაიწყება

ოფიციალურად: სეზონის ბოლოს კამპ ნოუს რეკონსტრუქცია დაიწყება

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, “კამპ ნოუს” რეკონსტრუქცია დაიწყება.

ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონა” 2023-24 წლების სეზონში “მონჟუიკზე” ითამაშებს, 2024-25 წლების სეზონიდან კი ახალ “კამპ ნოუზე” გადავა.

ადა კოლაუ (ბარსელონას მერი):

Espai Barça? “კამპ ნოუს” რემოდელირების ლიცენზია მოვიღეთ, რომლის მეშვეობითაც, მუშაობა დაიწყება. მოსალოდნელია, რომ ეს ივნისიდან, სეზონის დასრულებისთანავე მოხდება. 

ჟოან ლაპორტა:

ივნისში “კამპ ნოუს” რეკონსტრუქცია დაიწყება. ეს ქალაქში ყველაზე დიდი სპორტული, გასართობი და ინოვაციური სივრცე იქნება.

განახლებული “კამპ ნოუ” მსოფლიოს უდიდესი სპორტული, გასართობი და კრეატიული ობიექტი გახდება. ჩვენ – ბარსელონას მოქალაქეებისა და ლეს კორტსის მარცხოვრებელთათვის – ინდუსტრიაში, გამოცდილებასა და გართობაში მთავარი ცნობარი ვიქნებით.

პირველ წელს მუშაობა უშუალოდ სტადიონზე იქნება, შემდეგ კი – ტრიბუნებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

ცვლილებები იქნება ტექნიკურ ასპექტებში. სტადიონის გარშემო ახალ ინტელექტუალურ ცენტრს გავხსნით. პარტნიორებს საინფორმაციო პუნქტს მივაწვდით, რისი წყალობითაც, გეცოდინებათ, პროექტი როგორ მიმდინარეობს. 

უკრაინაში არსებული ომის პატივსაცემად და მასალების ფასების ცვლილების გამო, რისკების შესამცირებლად, მესამე იარუსის განახლება მას შემდეგ დაიწყება, რაც “მონჟუიკზე” გადავალთ.

სესხი Goldman Sachs-ისგან? როგორც მოსალოდნელი იყო, ფინანსური კუთხით ყველაფერი სტაბილურდება. მაისში ინვესტორები გამოჩნდებიან. მუშაობის დასაწყებად Goldman-ისგან 180-მილიონიანი სესხი ავიღეთ. ინვესტიციით სულ უფრო და უფრო მეტი მხარე ინტერესდება, 2 მათგანი კი უკვე დაგვემატა.

ახალი “კამპ ნოუ” მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი იქნება, მსოფლიოს საუკეთესო ქალაქსა და საუკეთესო ქვეყანაში.

“მონჟუიკზე” მხოლოდ 1 სეზონს გავატარებთ. შესაძლოა, “კამპ ნოუზე” 2024 წლის სექტემბრამდე ვერ დავბრუნდებით, მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მესამე იარუსის რეკონსტრუქცია შეყოვნდება. წესით, “კამპ ნოუზე” 2024 წლის ივნისში უნდა დავბრუნდეთ.

Espai Barça გუნდის სპორტულ მენეჯმენტსა და ფინანსებს არ დააზღალებს – ეს ცალკე ხარჯებია. ახლა, კლუბის ეკონომიკის კვლავ გასააქტიურებლად საჭირო ბერკეტებზე ვმუშაობთ – სულ 1 ბერკეტი გვაქვს, რომელთაგან ერთს მალე შევასრულებთ.

კონსერვატიული კუთხით, ახალი სტადიონით 200-მილიონიან შემოსავალს ვაფასებთ.

ცნობილია, რომ, განახლების შემდეგ, “კამპ ნოუზე” 105 000 გულშემატკივარი დაეტევა. სტადიონის ამჟამინდელი ტევადობა 99 354-ს შეადგენს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • El pistolero 9
    29 აპრ 2022, 21:33

    უმაგრესი სტადიონი გამოვა, მაგრამ ხალხი აქ არ დადის და ვის ურემონტებენ.

  • GURCHO99
    29 აპრ 2022, 12:58

    ციტატა: nika 54

    ციტატა: MSN G.O.A.T
    105 000 😀😀😀

    50 000 მაინც დადიოდეს


    აბა, ქალებივით ითამაშონ და გაივსება.


    არაა მაგის ბრალი, ძალიან ბევრი ადგილი წინასწარ ქონდათ ნაყიდი კორონამდე ამიტომ ბევრი ვერ დადის სტადიონზე და მაგიტომაა ცარიელი ადგილები, იმ ადგილებს ვერ ყიდიან

  • nika 54
    28 აპრ 2022, 17:50

    ციტატა: MSN G.O.A.T
    105 000 😀😀😀

    50 000 მაინც დადიოდეს


    აბა, ქალებივით ითამაშონ და გაივსება.

  • azulgerana
    28 აპრ 2022, 16:43

    ისე მალადეც ამ საიტის ფუნქციონირებას ძმაო. სტაბილური რამე საქართველოში თან ბარსელონას საიტი დაუჯერებელია, თუმცა ამას აქამდე ახერხებთ საღოლ

  • MSN G.O.A.T
    28 აპრ 2022, 15:50

    Nodariko Dzadzamia,
    ეხაც რა ნამუსით უნდა თქვა ეგ 😂

  • Nodariko Dzadzamia
    28 აპრ 2022, 15:30

    ღამით განსაკუთრებით ლამაზი იქნება

    და მერე ვერავინ ვერ იტყვის ბერნანბეუ უფრო ლამაზიაო

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    28 აპრ 2022, 15:27

    ძაან ლამაზი გამოვა 😍😍

  • BEQA BARCA
    28 აპრ 2022, 14:43

    ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვა.. ველი იმ დროს როცა ახალ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის თასს ავწევთ გადაჭედილი კამპ ნოუს თვალწინ 💙❤ VISA BARCA ❤💙

  • MSN G.O.A.T
    28 აპრ 2022, 14:40

    105 000 😀😀😀

    50 000 მაინც დადიოდეს