ორმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შესძლო და გადაფურცლა გასული “კლასიკოს” გვერდი.
ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრაში წარმოქმნილ დაძაბულობას შეიძლება გაუეფუჭებია არამარტო “ფურია როხას” ფეხბურთელებს შორის ურთიერობა, არამედ გავრცელებულიყო “პენტაკამპეონებშიც”. საუბარია ალვეშსა და მარსელოზე, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი მოგვარდა.
O’Globo-სა და Uol.com-ის ინფორმაციით ფეხბურთელები შერიგდნენ. “მატჩის დასრულების შემდეგ მარსელოს მოკლე ტექტური შეტყობინება გავუგზავნე და მომხდარის გამო პატიება ვთხოვე. ხანდახან ჩვენ არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ და პატიების თხოვნა სწორი გადაწყვეტილებაა.” – განაცხადა ალვეშმა. მარსელომ კი განაცხადა: “მე არ მიმიღია არავითარი მოკლე ტექსტური შეტყობინება, მაგრამ მე ხომ ნომერი ახლახანს შევიცვალე. თუმცა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და არავითარი პრობლემა აღარ არსებობს.”

