El Confidential-ის მიერ ჟერარ პიკესა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის 2019 წლის საუბრის გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ვეტერან ფეხბურთელს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე თამაში სურდა, რომელიც პანდემიის გამო, 2021 წელს ჩატარდა.
“ბარსას” ვიცე კაპიტანი დახმარებას სწორედ რუბიალესს სთხოვდა:
ვერც კი წარმოგიდგენია, როგორ მინდა ოლიმპიადაზე თამაში. 21 წლამდელთა გუნდი შესანიშნავია. ნახე მათი თამაში პოლონეთთან? ეს საიდუმლო უნდა შევინახოთ. შეგვიძლია, მწვრთნელთან ვისაუბროთ… ეს ძალიან გამახარებს. რას ფიქრობ?
რუბი, მინდა, მწვრთნელს დაელაპარაკო და საიდუმლო შეინახო. თუ ეს გაჟონავს, სხვა ვეტერანებსაც მოუნდებათ წამოსვლა. ეს კი მწვრთნელისთვისაც პრობლემას შექმნის. ეს მე და შენ შორის დარჩეს. მალე მადრიდში ვიქნები და იქ ვისაუბროთ.
წყაროს თანახმად, პიკეს იდეა ოლიმპიადაზე თამაში იყო, სანამ გაიგებდა, რომ სერხიო რამოსსაც იგივე სურდა. ეს ჟერარს პირადად რუბიალესმა დაუდასტურა. საბოლოოდ, პანდემიის გამო ოლიმპიადა 2021 წლისთვის გადაიდო და ნაკრებში არცერთ არ გამოუძახებიათ.
ყველაფერთან ერთად შაკირიჩი მაგარი წინ გახედული როჟაა მაგრად მევასება შაკირა 😊
ამ ბებრებს რა ოლიმპიადაზე უნდებათ თამაშები? მიხვდნენ რო ახალგაზრდული გუნდები არიან და შანსი იზრდება? ოლიმპიური ჯილდო კი სამუდამოა და ამიტომ?
სპორტის ნებისმიერ სახეობაში ისევე როგორც ფეხბურთში, ჩემპიონი შემდეგ ჩემპიონატამდეა მერე უკვე ექსჩემპიონი ხდება.
განსხვავებით ოლიმპიადისგან, ოლიმპიური ჩემპიონი ეს სამუდამოა და გამარჯვებულებს მუდამ ოლიმპიური ჩემპიონი ჰქვიათ.
ალბათ ამიტომაც უწევთ გული ოლიმპიადებისკენ პენსიონერ ფეხბურთელებს წინაზე ასეთი ალვესი იყო.