ფრანკ დე ბური საუბრობს პეპ გვარდიოლაზე.
– რა აზრის ხართ პეპზე?
მე და ის ერთად ვთამაშობდით და არც მიკვირს მისი წარმატება. ის ყოველთვის ნიჭიერი ფეხბურთელი იყო და უკვე ნიჭიერი მწვრთნელიცაა.
– როგორ ფიქრობთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთში?
ფეხბურთში და საერთოდ გუნდში ჩემთვის პირველია თავდასხმის ხაზი. ის თუ გუნდში საუკეთესოა, ესეიგი გუნდიც საუკეთესოა. დაცვა კი თავდასხმის შემდეგ დგას ჩემთვის.
– როგორ მოგეწონათ ”ბარსას” 3 მცველით თამაში?
დიახ. მე ეს ”ვილიარეალთან” ვნახე და ძალიან მომეწონა. ეს ჭკვიანური იდეაა. ”ბარსამ” სულ მთლიანად წაართვა ბურთი მეტოქეს მოედნის ცენტრში. ეს ძალიან კარგი ტაქტიაკაა და მე ვემხრობი ამას.
– მესი. გვითხარით ორი სიტყვა მასზე?
მანც და მაინც 2 სიტყვით?
– დიახ ორი სიტყვით?
კარგით. იგი სხვა პლანეტიდანაა. (ეს უკვე სამია ).
– თქვენი პროგნოზი ჩემპიონთა ლიგაზე?
ძნელია წინასწარ რამის თქმა. ყველას თითქმის თანაბარი შანსი აქვს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია.



