“ლევანტესთან” გუშინ გამართულ დაძაბულ შეხვედრაში “ბარსელონამ” თავური დარტყმით 2 გოლი გაიტანა (ობამეიანგი და ლუკ დე იონგი), რისი წყალობითაც “ბარსამ” თავურ გოლებში ევროპის მასშტაბით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბლაუგრანას” უკვე 15 თავური გოლი დაუგროვდა: ლუკ დე იონგი – 5, არაუხო – 3, ობამეიანგი – 2, დეპაი – 1, გავი – 1, ბრეითუეიტი – 1, პიკე – 1, ჟუტგლა – 1.
ესპანეთში ასეთი შედეგი არავის აქვს და უახლოესი მდევარი “ბარსას” დიდი სხვაობით ჩამორჩება – “ატლეტიკოს” თავური დარტყმით 9 გოლი აქვს გატანილი. შემდეგ მოდიან “ვალენსია”, “ოსასუნა”, “ბილბაო” და “ბეტისი” 8-8 გოლით.
ევროპაში “ბარსელონას” მსგავსი შედეგი აქვთ “რენსა” და “ინტერს”. მე-2 საუკეთესო შედეგს აფიქსირებენ გერმანული გუნდები, “ფრაიბურგი” და “კიოლნი” – 14-14 გოლი. “ლივერპულiს”, “ლაციოს”, პსჟ-ს, “აიაქსის”, “სივასპორის”, “ანტვერპის”, “სერკლ ბრიუგესა” და “ზულტე ვარეგემის” ფეხბურთელების აქტივში კი 12-12 თავური გოლია.
ამ კომპონენტში ლიდერებს შორის “ბარსელონას” ხილვა ნამდვილად უცნაური და გასაკვირი ამბავია.
ბარსელონა თუ დეიონგი და არაუხო 😃
ჩვენი ჯოკერა
ლუკის ეფექტი😍😍
თავურზე გამახსენდა, ლეომ ბოლო თამაშში 3 ასისტი რო გააკეთა თავითაც გაიტანა, მაგრამ ჩამწოდებელი აღმოჩნდა ოფსაიტში.
დეპაი,ტრაორე,დე იონგიდან,თუ უნდა ავირჩიო ვინ დარჩება გუნდში,ლუკ სკაივოკერს დავიტივებდი აუცილებლად,იმდენად შემაყვარა თავი.
ბარსასთვის უჩვეულო კია ეს სტატისტიკა, მაგრამ გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო ეგ თემაა, მთავარია ასე გავაგრძელოთ განვითარება და რითიც უნდათ იმით გაიტანონ გოლები :დდდდ