ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ფრანკფურტის “აინტრახტთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ მედიასთან ერიკ გარსიამაც ისაუბრა:
მაღალი პრესინგისა და მოედნის მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრე ცუდი შედეგი არაა.
ჩვენ მომენტები გვაკლდა, ისინი ფიზიკურად ძლიერები იყვნენ, მაგრამ ჩვენ გავძელით.
ვიმედოვნებ, პიკეს ტრავმა სერიოზული არაა. ყველამ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის.




აბა ფერან ტორესმა ცუდი შედეგიაო?
ფრე გასვლაზე ორმატჩიან დუელში ზოგადად კარგი შედეგია, მაგრამ ფრესაც გააჩნია. ნაპოლი და გალათასარაი გადაგვირჩნენ, მაგრამ აინტრახტს ჩვენ გადავურჩით. მადლობა ვარის მსაჯებს. ზოგადად როცა თამაშის წინ ჩავიმ განაცხადა რო დე იონგს და გავის დაასვენებდა, მაშინვე ვიფიქრე და დავწერე კიდეც აქ, რო დასვენება შეიძლება ლევანტესთანაც და კადისთანაც, მაგრამ გერმანელებთან გასვლაზე ვინმეს დასვენებაზე ლაპარაკი არ არის გამართლებული. ყველამ ვიცით მაგათი ფიზიკური მომზადება და არა აქვს მნიშვნელობა ბუნდესლიგაში მე-9-ა თუ თუ მეორე. ხშირად გვინახავს ჩვენი დამანგრეველი ბაიერნიც მარცხდება ხოლმე ასეთ გუნდებთან და არც ისე პატარა ანგარიშით. ამიტომ ფრე კარგიას რო ვამბობთ უნდა გავითვალისწინოთ ესენი სტუმრადაც ასე იბრძოლებენ, მითუმეტეს დარწმუნდნენ რო შეუძლიათ მაგრად დაგვძაბონ. ასე რომ თუ ვინმეს დასვენება უნდა ზეგ დაასვენოს ლევანტესთან და აინტრახტისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები გამოვიდნენ მოედანზე. მაგ ფრიცებისგან ყველაფერს უნდა ელოდო.
ლენგლეს შემოსვლის მერე დაცვაში მხოლოდ ეს კაცი იდგა და თან ძალიან კარგად ✊✊
ვერ ვხვდები რატო ამბობთ რომ გოლის დროს ცუდად ამოიტანა ბურთი? თქვენ გინდათ რო ბურთისთვის ბრძოლაში მეორე სართულზე თან მოიგო ბრძოლა და თან მეტოქეს არ მიუვიდეს გადაგდებული ბურთი? ეგრე სადაა კაცმა დაასწრო ბურთზე თამაში ყველას და გადმოვარდნილ ბურთზე პირველი ვინ იქნება ეგ რა იცის გარსიამ და კნაუფმა
პროგრესირებ რაც კარგია, თუმცა იყო მომენტები უსუსური იყავი მეტი სიძლიერე და შემართებაა საჭირო.
ბოლოს მგონი მარტო მე ვაქებდი. მაგარი ძაღლია. გოლის დროს ცუდად ამოიტანა და შეცდომებიც აქვს მარა კარგ მცველად ყალიბდება. ბოლო ფრაზა საინტერესოა. ლენგლესთან დატესტა და მიხვდა რო საშინელებაა ეგეთი მეწყვილე 😁 ისე არაუხოზე უკეთ ბურთი ამას ამოაქვს. ვფიქრობ კრისტიანსენსაც სკამზე დასვამს.
ამან მართლა მოუმატა, ბურთის ამოტანა მაგრად გამოსდის და შეცდომებსაც იშვიათად უშვებს, წესით კარგი მცველი დადგება ამისგან